ვაფლის ხრაშუნა მილები მოხარშული კრემით
ვაფლის მილების ეს რეცეპტი გამორჩეულია იმით, რომ ეს დესერტი ერთდროულად ხრაშუნა და ჰაეროვანია. FPAPARAZZI-ი გირჩევთ, ერთხელ მაინც გააოცოთ ამ დესერტით სტუმრები.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გთავაზობთ მოხარშული კრემის მომზადების იოლ მეთოდს:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- მარგარინი- 100გ
- კვერცხი-3ცალი
- შაქარი- 0,5 ჭიქა
- ფქვილი- 1 ჭიქა
მომზადება:
- მარგარინი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კვერცხი, შემდეგ ფქვილი და ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ.
- ცომი მზადაა და შეგიძლიათ გამოაცხოთ ვაფლის საცხობში.
- როდესაც შეგრილდება, მიეცით მილების ფორმა.
- შეგიძლიათ მიირთვათ მურაბასთან, ხაჭოსთან და კრემთან ერთად.
გთავაზობთ მოხარშული კრემის მომზადების იოლ მეთოდს:
- 2 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, ათქვიფეთ და და უმატეთ 0.5ლ რძე, ვანილი და 2 ს/კ ფქვილი.
- დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
- ოდნავ რომ შეგრილდება, დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კრემი საკონდიტრო ტომრის მეშვეობითთ მოათავსეთ მილებში.
გემრიელად მიირთვით.