ხალხური რეცეპტები, რომლის მეშვეობითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე
ჭარხალი საუკეთესო საშუალებაა ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად და ჭარბი წონის მოსაცილებლად. ის, როგორც ახლახან შევიტყვე, ნატრიუმსა და კალციუმს უნიკალური თანაფარდობით - 10:1 - შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით - ამ მიკროელემენტის შემცველობით ბოსტნეულს შორის ერთ - ერთი პირველი ადგილი უჭირავს. უხვად არის მასში მაგნიუმიც, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. ჭარხალშკი არსებულ უჯრედისსა და პექტინებს ორგანიზმიდან სწრაფად გამოჰყავთ მავნე ქოლესტერინი.
- მავნე ქოლესტერინისა და ათეროსკლეროზისგან ორგანიზმის დასაცავად ყოველდღე უნდა მიირთვათ 0,5 კგ-დან 1კგ-მდე მოხარშული ჭარხალი - უნდა გაყოთ სამად ან ოთხად (რამდენჯერაც ტრაპეზობთ დღეში ) და ყოველი ჭამის შემდეგ შეუკაზმავად დააყოლოთ ძირითად ულუფას. კურსი 15 დღიდან თვემდე გრძელდება.
- აიღეთ 5 ცალი ლიმონი, გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. დარჩენილი რბილობი კანიანად მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 თავი დანაყილი ნიორი და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს.
ქილა საგულდაგულოდ შეფუთეთ და დილამდე სითბოში დადგით. დილით გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონის გამონაწური და 2-3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ და დაიწყეთ ამ ნარევის მიღება ასეთი რეჟიმით: 30 გრამი დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობა 3 კვირა გრძელდება. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ქოლესტერინი საგრძნობლად დაგიქვეითდებათ. - აიღეთ ერთი თავი ნიორი, გახეხეთ, დაუმატეთ ერთი ცალი ლიმონის გამონაწური და ორი ჩაის კოვზი თაფლი. ნარევი გაყავით ორად და მიიღეთ დილით და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- აიღეთ 300 გრამი ნიორი, გაასუფთავეთ და დანაყეთ, დაასხით 1 ლიტრი სუფთა სპირტი და დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გააზავეთ 20 წვეთი ნახევარ წიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ. წყლის მაგივრად შეიძლება რძის გამოყენება.