ფიტოთერაპიის საუკეთესო რეცეპტები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ
ჰიპოთირეოზი სინდრომია, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ხანგრძლივი მყარი უკამარისობა ან ქსოვილურ დონეზე მათი ეფექტის დაქვეითება იწვევს.
ჰიპოთირეოზის ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპია L - თიროქსინით. ფიტოთერაპია მკურნალობის მხოლოდ დამატებით მეთოდს წარმოადგენს, თუმცა კი საგრძნობლად ზრდის მედიკამენტების ეფექტს.
ყველა ჩამოთვლილი ნაკრებისგან ნაყენი ასეთი წესით მზადდება:
2 ს/კ მცენარეულ ნარევი ყავის საფქვავში ან ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და თავდახურული ჭურჭლით 10 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ბალახითურთ გადაიტანეთ თერმოსში და მთელი ღამით გააჩერეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში 100 - 150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, შაქარი ან მურაბა. კურსი 3 -4 -თვეა. შემდეგ მცენარეული ნარევის შემადგენლობა უნდა შეიცვალოს და მკურნალობა ისე გაგრძელდეს.
ჰიპოთირეოზის დროს ფიტოთერაპია უწყვეტად უნდა ჩაიტაროთ. ამ ნაყენთა მიღება სხვა მედიკამენტების პარალელურადაც შეიძლება.

- 2/3 ჩ/კ ხეჭრელის ქერქი, 1/4 ჩ.კ ღვიის ნაყოფი, 2,5 ჩ/კ ფარსმანდუკი, 2/3 ჩ/კ ღორის ბირკას ნაყოფი.
- თანაბარი რაოდენობით კრაზანა, გვირილის ყვავილი, კულმუხოს ქერქი, ასკილი, თავკომბალას ფესვი, ღორის ბირკას ნაყოფი.
- თანაბარი რაოდენობით კრაზანა, ქრისტესისხლა, ასკილი, ძირტკბილას ფესვი, ანგელოზას ფესვი, ვარდისფერი როდიოლას ფესვი, ღორის ბირკას ნაყოფი.
- თანაბარი რაოდენობით ქრისტესისხლას, სელის თესლი, ვირისტერფას ფოთლები, შვიტა, ღორის ბირკას ნაყოფი.
- თანაბარი რაოდენობით კრაზანა, ანგელოზას ფესვები, არყის ხის კვირტები, ცირცელის ნაყოფი, ღორის ბირკას ნაყოფი.
- თანაბარი რაოდენობით კრაზანა, გვირილის ყვავილი, ასკილი, ვარდკაჭაჭა, ბაბუაწვერას ფესვი, წითელი მოცვის ფოთოლი, კამის თესლი, ბაბუაწვერას ფესვი.