პანდანუსის მოვლა შინაურ პირობებში

პანდანუსის მოვლა შინაურ პირობებში
Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ პანდანუსის მოვლის რამდენიმე წესს

განათება

პანდანუსი კარგად იზრდება მზეზეც და ჩრდილშიც, მაგრამ არასაკმარისი განათების პირობებში მისი ფოთლები ფერს კარგავს. ზრდის მიზედვით, ის უკვე აღარ ეტევა ფანჯრის რაფაზე და გადააქვთ ოთახის სიღრმეში, სადაც ნაკლები სინათლეა, მაგრამ მცენარე უკვე კარგად ეწყობა ასეთ პირობებს.

ტემპერატურა
პანდანუსი უპრობლემოდ იზრდება ოთახის ჩვეულებრივი ტემპერატურის პირობებში, ზამთარში არანაკლებ 16 გრადუსის. ცივი ორპირი ქარი არასასურველია, მაგრამ ჰოლებსა და შემოსასვლელებში ხშირად გვხვდება ჯანსაღიდ ა ლამაზი პანდანუსები.

ჰაერის ტენიანობა

დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პანდანუსის წყლით შესხურება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება ღეროს ლპობა გამოიწვიოს. მტვერი უმჯობესია სველი ჩვრით გაწმინდოთ ფრთხილად.

მორწყვა

გაზაფხულზე და ზაფხულში პანდანუსს უხვი მორწყვა სჭირდება ფოთლების დიდი მასის გამო, რომლებიც სინესტეს ისრუტავენ. უნდა მორწყათ თბილი წყლით (დაახლოებით 30 გრადუსი). ცივპერიოდში პანდუსი თითქმის არ იზრდება, ამიტომ მორწყვაც შეზღუდულია.

სასუქი
სასუქის შეტანა საჭიროა მხოლოდ აქტიური ზრდის დროს, იყენებენ ფოთლოვანი მცენარეების კომპლექსურ სასუქებს თვეში 2-ჯერ.