ჩილი კონ კარნე - ტრადიციული მექსიკური კერძი ფარშისგან 20 წუთში

ჩილი კონ კარნე - ტრადიციული მექსიკური კერძი ფარშისგან  20 წუთში
ფარშისგან უამრავ კერძს ამზადებენ, მაგრამ დღეს fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ კერძის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოეწონებათ „ცხარე შეგრძნებების“ მოყვარულებს. ამ კულინარიული შედევრის სახელწოდება „ჩილი კონ კარნე“ - თავის თავზე მეტყველებს. ეს გახლავთ ტრადიციული მექსიკური კერძი, რომელიც ფარშისა და ცხარე სოუსისგან მზადდება. მას ხშირად ბურიტოს გარნირად იყენებენ.

ინგრედიენტები:


  • 500 გრ ძროხის ხორცის ფარში
  • 2 პომიდორი
  • 400 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ცალი წიწაკა ჩილი
  • 2-3 ს.კ. ტომატი
  • 1,5 ს.კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით


მომზადება:


  1. დაჭერით ხახვი და ნიორი. დაასხით პომიდორს მდუღარე, გააცალეთ კანი და წვრილად დაჭერით.
  2. მოთუშეთ ხახვი და ნიორი ზეთში, დაამატეთ ფარში და მარილი.
  3. მუდმივად მოურიეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
  4. როცა ხორცი მზად იქნება, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, დაკონსერვებული ლობიო, ტომატ-პასტა და წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი. მოთიშეთ 10 წუთის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით!