სიმინდის ბლინები მსხლითა და ავოკადოთი- უგემრიელესი სამარხვო დესერტი
მარხვის პერიოდში ამ გემრიელი დესერტის მომზადებას აუცილებად გირჩევთ. გარდა იმისა რომ გემრიელი და სასარგებლოა, ადვილად მზადდება.
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, კალორიულობა- 489 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მოსასხმელად:
მომზადების წესი:
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, კალორიულობა- 489 კკ-ია.
საჭირო მასალა:
- 3 ს.კ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
- 2 ჭიქა ფქვილი
- ზღვის მარილი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- ლიმონი
- მარილი
- 2 ჭიქა გაყინული სიმინდის მარცვალი
- 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 0,5 დაფქული ჩილი
- მცენარეული ზეთი
- 1 მწვანე წიწაკა
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა სოიოს რძე ან წყალი
- 1 ცალი მსხალი
მოსასხმელად:
- ზეითუნის ზეთი- 1ს.კ
- ავოკადო
- მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
- ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, დაჭერით წვრილად და მაღალ ცეცხლზე, ზეითუნის ზეთში მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
- სიმინდს დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ წყალი გადაუქციეთ და აცადეთ გაცივება.
- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი, ჩილი და გამაფხვიერებელი.
- ცალკე ჯამში ჩაყარეთ წიწაკა, სიმინდი, სოიოს რძე ან წყალი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ნელ - ნელა დაუმატეთ ფქვილი.
- სქელძირიანი ტაფა კარგად გაახურეთ და წაუსვით ცხიმი. მიღებული მასა თხელ ფენად დაასხით და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.
- ავოკადო გათალეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. მაშინვე დააწურეთ ლიმონის წვენი.
- პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, მოაშორეთ კანი და წვრილად დაჭერით.
- მსხალი გათალეთ და წვრილად დაჭერით. წიწაკა წვრილად დააქუცმაცეთ. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ კი დაუმატეთ მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი.
- მოასხით ბლინებს და გემრიელად მიირთვით.