თირკმლის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენეთ მცენარეული, ხალხური პრეპარატები.
თირკმლის ხანგრძლივი, დუნედ მიმდინარე დაავადებების დროს, ავადმყოფებს ხშირად უნვითარდებათ თირკმლის უკმარისობა. მის ბოლო სტადიას წარმოადგენს ურემია. იგი აზოტოვანი შლაკებით ორგანიზმის თვითმოწამვლაა. თირკმლის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ავადმყოფს, რომელიც თირკმლის პათოლოგიითაა დაავადებული.
განასხვავებენ თირკმლის უკმარისობის მწვავე და ქრონიკულლ ფორმებს. დაავადება დასაწყის სტადიებში არ იძლევა გამოხატულ სიმპტომატიკას, მაგრამ შემდგომი განვითარებისას ავადმყოფები უჩივიან ზოგად სისუსტეს, კანის ქავილს, კანის სიმშრალეს, ძილისა და მადის დარღვევას. ასეთ ავადმყოფებში არტერიული წნევა, ჩვეულებრივ მომატებულია.
განასხვავებენ თირკმლის უკმარისობის მწვავე და ქრონიკულლ ფორმებს. დაავადება დასაწყის სტადიებში არ იძლევა გამოხატულ სიმპტომატიკას, მაგრამ შემდგომი განვითარებისას ავადმყოფები უჩივიან ზოგად სისუსტეს, კანის ქავილს, კანის სიმშრალეს, ძილისა და მადის დარღვევას. ასეთ ავადმყოფებში არტერიული წნევა, ჩვეულებრივ მომატებულია.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას, ჩვეულებრივ, გამოიყენება პრეპარატები, რომლებსაც ირგანზმიდან გამოყავთ აზოტოვანი შლაკები. ასეთ თვისებებს სამკურნალო-მცენარეული პრეპარატებიდან იჩენს: გლირძი, ბაბუაწვერას ძირები, არყის ხის ფოთლები, წითელი მოცვის ფოთლები, მინდვრის შვიტას ბალახი, სკილის ნაყოფი, დიდი კამას ნაყოფი, სელის თესლი, შვრიის ჩალა, კარაზანას ბალახი, მატიტელა, ღიღილოს ყვავილები, ბატის მარწყვა - ბალახი და სხვები. ეს სამკურნალო მცენარეები გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე სხვადასხვა ბალახეული ნარევების სახით, მაგალითად:
- ავიღოთ თანაბარი რაოდენობით: კრაზანას, მანანას ბალახი, რუსული ღიღილოს ყვავილები, ოხრახუშის ძირები, სელის თესლი, დიდი კამის ნაყოფი, ბაბუაწვერას ძირები, შავი მოცხარის ყლორტები, ასკილის ნაყოფი. ეს ყველაფერი დავაქუცმაცოთ, შევურიოთ. ნაკრების 2 ს/კ დავასხათ 300 მლ მდუღარე, დავაყენოთ თერმოსში 3 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/2 - 1/2 ჭიქა 4 - 5 - ჯერ დღეში, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
- ავიღოთ თანაბარი რაოდენობით: გლერძის ბალახი, თირკმლის ჩაი, წითელი მოცვის ფოთლები, ბატის მარწყვა - ბალახი, ასკილი ნაყოფი, კამის ნაყოფი, მატიტელას ბალახი, ჭინჭარი. ყველაფერი ეს შევურიოთ, დავაქუცმაცოთ. ნაკრების 2 ს/კ დავასხათ 300 მლ მდუღარე, დავაყენოთ თერმოსში 3 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/2 - 1/2 ჭიქა 4 -5 - ჯერ, ჭამიდან 0,5 სთ - ის შემდეგ.