რა აქვთ საერთო ტილებსა და ბრონქულ ასთმას?! ნოტინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერთა აღმოჩენა
ნოტინჰემის (დიდი ბრიტანეთი ) უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დატილიანებული თაგვების იმუნური სისტემა ალერგიაზე უფრო მშვიდად რეაგირებდა, ვიდრე პარაზიტებისგან თავისუფალი თაგვებისა. ამ აღმოჩენამ შესაძლოა კარგი სამსახური გაუწიოს მეცნიერებს ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიულ დაავადებათა მიზეზების ძიებისას. კვლევის შედეგი საფუძველს უყრის ე.წ. ფიგიენურ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც ალერგიული დაავადებების გახშირება იმით არის განპირობებული, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა დღეს თითქმის სტერილურ სისუფთავეში ცხოვრობს. თუ ადამიანს ბავშვობიდანვე იცავენ გარესამყაროში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებასთან კონტაქტისგან, მისი იმუნიტეტი სათანადოდ ვერ გამოიწრთობა და შემდგომ უწყინარ გამღიზიანებლებზეც, მაგალითად, ყვავილის ან სახლის მტვერზეც კი მოახდენს რეაგირებას.
პარაზიტებს კი ძალუძთ მწვრთნელის როლი იტვირთონ. ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს იმ ტყის თაგვების იმუნური სისტემის მდგომარეობა, რომლებიც მათთვის ბუნებრივ გარემოში ბინადრობდნენ და იგი იმ თაგვების იმუნურ სისტემას შეადარეს, რომელთა თაობები ლაბორატორიაში, ზესუფთა გარემოში იზრდებოდნენ. "სუფთა" თაგვების იმუნური სისტემა გაცილებით მგრძნობიარე აღმოჩნდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტილები რაღაცნაირად თრგუნავენ თაგვების იმუნურ სისტემას სხვებისთვის პარაზიტებისა და მიკროორგანიზმების გადაცემის გზით ანდა თავიანთ ნერწყვში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების საშუალებით, რომლებიც თაგვის ორგანიზმში კბენისას შეჰყავთ.
"ჰიგიენური" ჰიპოთეზის ერთ - ერთი პოსტულატი ასეთია: ადამიანის იმუნური სისტემა იმ პერიოდში ვითარდება, როდესაც მასზე გამუდმებით პარაზიტობდნენ ჰელმინთები, უმარტივესები, მწერები და ტკიპები. "დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ჩვენი წინაპრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციების ზემოქმედებას განიცდის, - წერენ მკვლევარები, - შესაძლოა, იმუნოლოგიური დარღვევების გახშირების მიზეზიც ის იყოს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა წინაპართაგან სრულიად განსხვავებული ამოცანების ამოსახსნელად არის გადაწყობილი".