აქვს თუ არა კიბოს სუნი? მეცნიერების საინტერესო კვლევა...
სუნი რამდენადმე ზებუნებრივი რამაა - არ ჩანს, ემოციების მართვა კი შეუძლია. იქნებ ამიტომაც არის, მისდამი ადამიანის დამოკიდებულება გამუდმებით რომ იცვლება.
მეცნიერების თვალსაზრისით, სუნი (Odor) ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების თვისებაა, გამოიწვიოს სპეციფიკური შეგრძნება ყნოსვის ანალიზატორზე ზემოქმედებისას.
აქვს თუ არა კიბოს სუნი?
ამერიკელმა მეცნიერებმა კანის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმის - ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის - სუნი განსაზღვრავს და საზოგადოებას ამცნეს, რომ ამ აღმოჩენის წყალობით "ელექტრონული ცხვირი " მომავალში იოლად ამოიცნობს კანის ავთვისებიანი სიმსივნის სხვადასხვა სახესხვაობას.
კანი გამოიმუშავებს აიროვან ორგანულ ნივთიერებებს, რომელთა უმრავლესობას სპეციფიკური სუნი აქვს. ფილადელფიის ქიმიური კვლევის ცენტრის მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სიმსივნის სუნი ჯანსაღი კანის სუნისგან განსხვავდება და ამ თეორიის დასასაბუთებლად კვლევები ჩაატარეს. მათ აიღეს ჰაერის ჯანმრთელი ადამიანების კანის იმავე უბნიდან, მერე კი აირული ქრომატოგრაფიის საშუალებით შეისწავლეს ნიმუშების შემადგენლობა.
მეცნიერებს განზრახული აქვთ, განაგრძონ ჰაერის ნიმუშების კვლევა კანის კიბოს სხვადასხვა ტიპისა და სახეობის, მათ შორის - მელანომის შესასწავლად და შექმნან დანადგარი, რომელის სუნს "ამოიცნობს" და ექიმს კანის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში დაეხმარება.
სპეციალისტების აზრით, ახალი მეთოდიკა საინტერესო და პერსპექტიულია, მაგრამ შესაძლოა, მკვლევარები რამდენიმე სირთულეს შეეჯახონ. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ კანის სხვადასხვა უბანს სხვადასხვა სუნი აქვს. განსაზღვრული როლი შეიძლება შეასრულოს ადამიანის ასაკმაც.