როგორ ვებრძოლოთ ოფლს და მის უსიამოვნო სუნს
არსებითად, პრობლემა ორია: ოფლი და მისი სუნი. ორგანიზმში არსებული სამ მილიონამდე შრომისმოყვარე საოფლე ჯირკვალი დაუღალავად გამოყოფს ოფლს, ურომლისოდაც სხეული ვერ შეძლებდა ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას.
თავად ოფლს სუნი არ აქვს, მაგრამ იღლიის ფოსოში, ისევე როგორც ტერფებსა და ინტიმურ ადგილებში, სახლდებიან მიკრობები, რომლებიც ოფლთან კონტაქტისას მკვეთრ, უსიამოვნო სუნს გამოყოფენ.
წინათ ოფლის სუნის გასაქრობად სპეციალურ ფხვნილებს ხმარობდნენ, მაგალითად, ბორისა და უროტროპინის შემცველის (ბორის მჟავა და უროტროპინი - 5 გრ, თუთიის ჟანგი და ტალკი - 25 გრ ), სხუელს იზელდნენ 1 - 2 % - იანი სალიცილის სპირტით, 5 - 20% - იანი ფორმალინის ხსნარით, 2 -5 % - იანი ტანინის მჟავას ხსნარით, ტუალეტის ძმრით (1 მლ ჩვეულებრივი სუფრის ძმარი + 4 მლ წყალი), მარილის ხსნარით ( 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე ), პიტნის ფოთლების ნაყენით (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე, დააყენეთ 30 წუთით ).
ფართოდ გამოიყენებოდა საერთო და ფეხის აბაზანები გვირილის ნახარშით. დღეს ბაზარზე გამაძლიერებელი ოფლიანობის დასათრგუნავ საშუალებათა ფართო არჩევანია. ოფლდენის საწინააღმდეგო მთავარ იარაღს დეზოდორანტიპერსპირანტები წარმოადგენს. მათ შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავს ოფლდენას (ალუმინის, ტყვიის,თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეჰიდი, ეთანოლი ანუ სპირტი ). ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს. შედეგად უსიამოვნო სუნიც ქრება. მოხერხებული გამოსაყენებელი რომ იყოს, დეზოდორანტები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ბურთულები, ფანქრები, აეროზოლები და კრემები. კარგი ანტიპერსპირანტი სრულიად აქრობს ჰიპერჰიდროზის გარეგნულ გამოხატულებას და მარტივი გამოსაყენებლია. მათი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს, ხოლო ინგრედიენტებმა ალერგია გამოიწვიოს.
როგორ ავირჩიოთ დეზოდორი: სპრეი თუ ტალკი, კრემი თუ ფანქარი?
სპრეის ტიპის დეზოდორები, როგორც წესი, გაცილებით ეფექტურია გაძლიერებული ოფლდენის დროს. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვჩუქნიან. სპრეი, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ესადაგება მგრძნობიარე კანს, რომელიც ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი. ამასთან, დეზოდორის ეს სახეობა განსაკუთრებით არაეკონომიურია. ფანქარი (სტიკი) მოხერხებულია მოგზაურობის დროს - არ იღვრება, არ იფრქვევა და ბარგში დიდ ადგილს არ იკავებს. ის, ასევე როგორც მისი ბურთულიანი ანალოგები, იშვიათად იწვევს კანის გაღიზიანებას, თუმცა ამ დეზოდორით განსაკუთრებულმა გატაცებამ შესაძლოა კანის გამოშრობა გამოიწვიოს. დეო - გელი და დეო - კრემი საკმაოდ ძვირია. ისინი არაჩვეულებრივად არბილებს კანს და საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედებაც ახასიათებს. პარფიუმერული სურნელოვანი ტალკი შეუდარებელია ზაფხულის საღამოსთვის. ასეთი ტალკით არა მარტო იღლიის ფოსოს, არამედ დეკოლტეს ზონის დაფარვაც შეიძლება. ამ დროს კანი ატლასივით ბზინავს, ტანსაცმელზე კი ნახევარწრისებრი ლაქები არ რჩება... თუმცა ტალკსაც აქვს ნაკლი: ის მეტისმეტად მშრალი კანისთვის არ გამოდგება.