ეს გამოცდილი 5 საშუალება მოგაცილებთ ფეხის უსიამოვნო სუნს

ეს გამოცდილი 5 საშუალება მოგაცილებთ ფეხის უსიამოვნო სუნს
ფეხის სუნი უსიამოვნო პრობლემაა. მათ ვისაც ის აწუხებს, რცხვენიათ საზოგადოებრივ ადგილში ფეხსაცმლის გახდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ოფლის ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის.

ეს ხდება მაშინ, როცა ბაქტერიები ფეხებში ხვდება და ვრცელდება ნესტიან ადგილებზე.
ამ პრობლემის მოცილება შესაძლებელია, თუ მოიცილებთ ბაქტერიებს. გამოსცადეთ რეცეპტები, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ და დარწმუნდით მათ ეფექტურობაში.

მაგნიუმის სულფატი (ან მწარე მარილი, ეფსომის მარილი, იყიდება აფთიაქებში)


ფეხის სუნს ანეიტრალებს ეფსომის მარილი, რადგან ის ამაღლებს ორგანიზმში მაგნიუმის დონეს და ებრძვის მჟავიანობას.
ნახევარ ჭიქა მარილს დაუმატეთ 8 ჭიქა თბილი წყალი, ჩაალბეთ ამ ხსნარში ფეხები 30 წუთით. ჩაატარეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ.

სალბი და როზმარინი

ეს კომპონენტები ანტიბაქტერიალური, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა და ფეხის ოფლის სუნს ანეიტრალებს.
შეურიეთ თითო ჩ.კ. ხმელი როზმარინი და ხმელი სალბი, დაამატეთ ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20-30 წუთით, შემდეგ 1 ლიტრი თბილი წყალი და ჩაალბეთ ფეხები 30 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ.

ნატრიუმის ბიკარბონატი

ის ეფექტურად აცილებს სოკოსა და ბაქტერიებს, არბილებს კანს. შეურიეთ ¼ ჭიქა სოდა, 8 ჭიქა ცხელი წყალი, 1 ლიმონის წვენი. ჩაალბეთ ფეხები 20 წუთით, შემდეგდ აიბანეთ ცივი წყლით.

ძმარი

ძმრისთვის უსიამოვნო სუნის მოცილება პრობლემას არ წარმოადგენს. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი 5-8 ჭიქა თბილ წყალთან, ჩაალბეთ ფეხები 15 წუთით, შემდეგდ აიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

შავი ჩაი

ეს რეცეპტი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ძალიან ეფექტური. 3 ს.კ. შავი ჩაი გახსენით 4 ჭიქა მდუღარე წყალში, დააყენეთ 20-25 წუთით, მოათავსეთ ფეხები 20 წუთით, შემდეგ გაივლეთ ცივი წყლით.

იხილეთ ვიდეო: