ეს 4 ინგრედიენტი გაგიქრობთ ჭარბ ოფლიანობას სწრაფად და მარტივად!

ეს 4 ინგრედიენტი გაგიქრობთ ჭარბ ოფლიანობას სწრაფად და მარტივად!
თუ გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა ეს სტატია თქვენთვისაა. ჩვენ შემოგთავაზებთ 4 ინგრედიენტს, რომელიც მყისიერად მოგიხსნით ამ პრობლემას.

რა უნდა იცოდეთ ოფლიანობის შესახებ:

როდესაც თქვენი სხეული გადახურდება - ამინდისგან, ვარჯიშისგან, სტრესისგან და ა.შ. თქვენი ტვინი აგზავნის გზავნილს, რომელიც მიდის 2 მილიონამდე, კანქვეშ მყოფ, საოფლე ჯირკვალთან და ამის შემდეგ გამოიყოფა ოფლი. ოფლი ესაა გამოთავისუფლებული ადგილი ორგანიზმში, რაც უნდა შეივსოს ახალი ენერგიით.

ოფლი შედგება, წყლის, მარილისა და ელექტროლიტებისაგან. ოფლს დამოუკიდებლად არ აქვს სუნი, სუნი აქვს ოფლს, რომელიც სხეულის სხვადასხვა სუბსტანციებთან შედის სინთეზში. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა ადგილები განსაკუთრებით მძაფრი სუნით გამოირჩევა.

ვაშლის ძმარი

იცოდით რომ ვაშლის ძმარს ბუნებრივი დეოდორანტის ფუნქცია აქვს? ის ანადგურებს იმ ბაქტერიებს, რომელიც ოფლს უსიამოვნო სუნს აძლევს. მოხმარების წესი მარტივია, დანამეთ ბამბა ვაშლის ძმარით და ამოისვით ის იღლიებში, შედეგით აუცილებლად გაოცდებით.

საკვები სოდა

დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნივთიერება და თავი დააღწიოთ უსიამოვნო სუნს. ალბათ ყველას გსმენიათ რომ სოდა არამხოლოდ ოფლის სუნს, არამედ ფეხსაცმლის სუნსაც უმკლავდება და იგი ძალიან ეფექტურია. თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ სოდა და წყალი ერთმანეთში და მოისვათ იღლიებში, შემდეგ ჩამოწმინდოთ ის პირსახოცით. სასიამოვნო სუნი და სიმშრალე გარანტირებული გაქვთ მთელი დღის განმავლობაში!

შავი ჩაი

ეს ჯანსაღი ნივთიერება შეიცავს მაღალი რაოდენობით ტანინს, რომელიც მოქმედებს როგორც, ბუნებრივი ანტიპერსპირანტი. იგი ამცირებს ჭარბ ოფლიანობას. ეს ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ უნდა დაალბოთ ცხელ წყალში შავი ჩაი, შემდეგ ამოიღოთ პაკეტი და დაელოდოთ გაციებას, ამის მერე დაიდეთ იღლიებზე 5 წუთის განმავლობაში. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ლიმონი

ლიმონი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის კონტროლსა და ჭარბი ოფლიანობის გადაჭრაში. ლიმონმჟავა კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ცუდ სუნს. მოჭერით ლიმონი და დაიდეთ იღლიებზე, დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და მთელი დღე სუფთად იქნებით. ერიდეთ მზეს!