ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებები!

ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებები!
მზის სხივები, კანზე მოქმედებს, ჩნდება ჭორფლი, პიგმენტური ლაქები. მათ გასაფერმკრთალებლად იკეთებენ მათეთრებელ ნიღბებს. FPAPARAZZI - ის რედაქცია გასწავლით სხვადასხვა საშუალებებს სახის კანის მოსავლელად.

საფუარის ნიღაბი
ახალი საფუარი გახსენით წყალბადის ზეჟანგის 3% - იან ხსნარში - ცხიმიანი კანისთვის, ანადუღარ წყალში - ნორმალური კანისთვის, თბილ რძეში - მშრალი კანისთვის. ნიღაბი გაიკეთეთ და გაიჩერეთ სრულ გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.

ხახვის ნიღაბი
ხახვის წვენს შეურიეთ თაფლი ( 1: 1) ან (1: 2) წაისვით ჭორფლიან ადგილებზე 15 - 20 წუთით. ნიღაბი მოიცილეთ ჯერ ნამიანი, შემდეგ კი მშრალი ტამპონით. ნარევში დასველებული ტამპონი დაიფინეთ კანზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ, წაისვით კრემი.
  • თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონისა და 3 % - იანი წყალბადის ზეჟანგის ნარევი.

  • თუ გსურთ სახეზე ან კანზე მეჭეჭი მოიშოროთ, ხშირად წაისვით ქონდარი.

  • ორსულობის შემდგომ გაჩენილ პიგმენტურ ლაქებს ჩამოგაშორებთ მინერალური წყალი " ლუგელა", კანი ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ დღეში რამდენიმეჯერ.

  • სახის კანი დიდხანს შეინარჩუნებს სინორჩეს თუ სახეზე ხშირად დაიდებთ ყინულის ნაჭრებს ან თავსაფარში გამოკრულ თოვლს. გაიკეთეთ ეს ყოველ დილას და საღამოს.

  • ყველანაირი სახის კანი ნაზი, ელასტიკური, ქორფა და ვარდისფერი გახდება, თუ 1 თვის განმავლობაში სისტემატურად დაიდებთ ნესვის დასრესილი რბილობის ნიღაბს.

  • სახის კანი ძილის წინ აუცილებლად დაიბანეთ და ხანდახან ნურაფერს წაისვამთ, ისე დაწექით. მიეცით კანს სუნთქვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორები ბინძურდება და ბაქტერიებისათვის კარგი პირობები იქმნება. ასე ჩნდება კანის ანთება, წარმოიქმნება ფერისმჭამელები და ფართოვდება
ფორები.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი