ნუ უგულვებელყოფთ გრიპის ვირუსს ბავშვებში, ის საკმაოდ საშიშია...

ნუ უგულვებელყოფთ გრიპის ვირუსს ბავშვებში, ის საკმაოდ საშიშია...
გრიპი მწვავე ვირუსული - ინფექციური დაავადებაა. ჩვეულებრივ იგი გამოიხატება მეტნაკლები ინტენსივობის სურდოთი, სუსუსტით, კიდურებში მტვრევის შეგრძნებით, საერთო უძლურებით, ტემპერატურით, თავის ტკივილებით. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენს გრიპით დაავადებული ადამიანი ) განსაკუთრებით დაავადების პირველ ხუთ დღეს ).
გრიპი საშიშია თავისი გართულებებით. ესაა ბრონქიტი, ფილტვების ანთება, შუა ყურის მწვავე ანთება და ა.შ. გრიპის მკურნალობისა ბავშვი უნდა იმყოფებოდეს სახლში ერთი კვირის განმავლობაში და თუ ტემპერატურა მომატებულია, მაშინ აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა.

წარმატებითი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია:
- ფეხების გათბობა ( ფეხებზე ცხელი სათბურა, მდოგვის ან ბამბის კომპრესები );
- მსუბუქი დიეტის დაცვა (სუპი, ბულიონი, ქათმის ხორცი, ყველა სახის წვენები);
- მომატებული ტემპერატურის დროს დილით და საღამოს 34 - 35 გრადუსიანი აბაზანის მიღება, 50 წუთის ხანგრძლივობით ან სველი შეხვევების განოყენება;
- თუ ბავშვი დათრგუნულ მდგომარეობაშია, უნდა დავალევინოთ მას ჩაი მცირე რაოდენობის რძესთან ერთად.

რეცეპტები:
  • მიიღეთ ასკილის ნაყენი 1/3 ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში. შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: დანაყეთ ასკილის ხმელი ნაყოფი. დაასხით 5 ს/კ დანაყილ ასკილს 1 ლიტრი ცივი წყალი. ადუღეთ 10 წუთი, შეფუთეთ და დააყენეთ 8 -10 საათი, გაწურეთ. სვით დილიდან 2 -3 ს/კ ყოველ 2 საათში, ერთი დღე - ღამის განმავლობაში.
    ასკილის ნახარშის სმა სასურველია ერთი კვირის განმავლობაში. თანდათან შეამცირეთ მიღებათა რაოდენობა.

  • ავადმყოფს დაუზილეთ გულ -მკერდი, ხელები და ფეხები სოჭის ზეთით ყოველ 5 -6 საათში. ამისათვის საჭიროა 6 გ ზეთი. ბავშვის ბანაობის დროს დაუმატეთ აბაზანაში სოჭის ზეთის 4 -5 წვეთი. ეს პროცედურა გრიპის მკურნალობის დროს წარმოადგენს დამხმარე საშუალებას.

  • 1 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 20 წუთი და ასვით როგორც ჩაი დღის განმავლობაში. გამოიყენება როგორც ოფლმდენი საშუალება.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ცაცხვის ყვავილი და ძახველის ნაყოფი. ამ ნარევის 2 ს/კ - ს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 200 გრამი, ცხელი სახით, ძილის წინ.

  • შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა ჟოლი ან ჟოლოს მურაბა, 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ კარაქი, 1/2 ს/კ საჭმელი სოდა. მიეცით ბავშვს ძილის წინ ამ შემადგენლობის 1 - 2 ს/კ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი