გრიპის მკურნალობა ასე არ შეიძლება! 6 შეცდომა, რომელიც აღარასდროს უნდა დაუშვათ...
გრიპის მკურნალობა - საკმაოდ რთული პროცესი. გრიპი, სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან განსხვავებით, ელვისებურად მრავლდება და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.
როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სწორად
ძალზედ მნიშვნელოვანია დროულად სამკურნალო თერაპიის დაწყება. არსებობს უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სწორად, თუმცა მსგავსი ინფორმაციის საკმაოდ დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
''Fpaparazzi''-ის რედაქციამ შეისწავლა ცნობილი და გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები და დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გავრცელებული შეცდომების სიას, რომელთაც საკმაოდ ხშირად ვუშვებთ გრიპის მკურნალობის დროს.
როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სწორად
ძალზედ მნიშვნელოვანია დროულად სამკურნალო თერაპიის დაწყება. არსებობს უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სწორად, თუმცა მსგავსი ინფორმაციის საკმაოდ დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
''Fpaparazzi''-ის რედაქციამ შეისწავლა ცნობილი და გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები და დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გავრცელებული შეცდომების სიას, რომელთაც საკმაოდ ხშირად ვუშვებთ გრიპის მკურნალობის დროს.
- აქტიური ცხოვრება გრიპის დროს
გრიპისა და გაციების პირველ სიმპტომებს, როგორც წესი, ხშირად ვაიგნორებთ იმის იმედით, რომ პრობლემა ხანმოკლე დროში თავისით გაივლის. ეს ძალიან დიდი და უპატიებელი შეცდომაა! გარდა ამისა, ჩვენ ხშირად ვიღებთ სიცხის დამწევ და მულტისიმპტომურ პრეპარატებს, რომლებიც მდგომარებას გვიმსუბუქებს.
გრიპი - ეს ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. გარდა იმისა, რომ ამ დროს ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს გარშემომყოფი ადამიანებისთვის, ვაყენებთ სერიოზულ ზიანს ჩვენს შინაგან ორგანოებს, რის გამოც გრიპის დროს რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმის დაცვა. - უარის თქმა ექიმთან ვიზიტზე
ხშირად ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც კიდევ ერთი გავრცელებული და უპატიებელი შეცდომაა. გრიპის დროს სამედიცინო დახმარება აუცილებელია. ამ ვირუსულ ინფექციას შეიძლება მომავალში სერიოზული გართულებები მოჰყვეს, რის გამოც არ ღირს გარისკვა... - ანტიბიოტიკების მიღება
გრიპის მკრუნალობა ანტიბიოტიკებით - ეს საშინელებაა! ანტიბიოტიკები შექმნილია ბაქტერიების გასანადგურებლად, ხოლო ვირუსებზე ამ პრეპარატებს არანაირი გავლენა აქვს. ანტიბიოტიკების მიღება გრიპის გართულების პროფილაქტიკისთვის ასევე ეწინააღმდეგება წესებს. - ცხელი სასმელები
ჩაი, კომპოტი და სხვა მსგავსი სასმელები, C ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. გარდა ამისა, ეს სასმელები აფერხებს სისხლის ჟანგვის პროცესს და გვეხმარება გრიპის სიმპტომების შემსუბუქებაში. დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი სასმელები უნდა იყოს თბილი და არავითარ შემთხვევაში ცხელი! - ალკოჰოლი
გრიპის მკურნალობა სპირტიანი სასმელებით - ეს არ არის ვარიანტი. ალკოჰოლი ტოქსიკურია ჩვენი ორგანიზმისთვის! - ჩათბობა
გრიპის სიმპტომების დროს სითბო ძალიან გვსიამოვნებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ჩაკეტილ სივრცეში ჯდომა პაციენტისთვის მავნენელია. აუცილებელია ოთახის განიავება და სახლში ტემპერატურის 18 დან 20 გრადუსამდე შენარჩუნება.
ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც გამოადგებათ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია!