იაფი და მარტივი რეცეპტები, რომლებიც ნამდვილად გიხსნით თმის ცვენისგან
თუ თმის ცვენა ისე ძლიერ დაიწყო, რომ სავარცხელზე მთელი გროვა რჩება, აუცილებლად გამოიკვკიეთ თმის ცვენის მიზეზები. თმის ცვენის მიზეზები მრავალია: მძიმე დაავადებების გადატანა, ქომიური პრეპარატების, საღებავების გამოყენება, ნერვული გაღიზიანება, მძიმე ოპერაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მშობიარობა, ჰორმონალური დარღვევა და სხვა.
თმის ცვენის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდეგ შეწყდება ცვენა და მის ადგილზე ამოვა ახალი თმა.
თმის ცვენის სამკურნალო ეფექტური ნიღბები:
თმის ცვენის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდეგ შეწყდება ცვენა და მის ადგილზე ამოვა ახალი თმა.
თმის ცვენის სამკურნალო ეფექტური ნიღბები:
- 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს შეურიეთ 1 ამპულა D ვიტამინი და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში. მე -4 დღეს დაიბანეთ თავის კვერცხის გულით. ( 2 კვერცხის გული საკმარისია ). ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა თავიდან გაიმეორეთ. ხშირად 3 გამეორების შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, თმები ხშირდება, თმის ძირები მაგრდება.
- მოამზადეთ 1 : 20 თანაფარდობით შვიტას (ჯორის ძუას ) ნახარში და გამოიყენეთ თმებზე გადასავლებად.
- 50 გრ მშრალი, დანაწევრებული ჭინჭრის ფოთლები ჩაყარეთ 1 ლ ღვინის ძმარში, გააჩერეთ 7 - 10 დღეს ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ თმებგაცვენილ ადგილზე წასასმელად.
- გასუფთავებული, დანაყილი ხახვი შეურიეთ თაფლს 4 :1 შეფარდებით, შეიზილეთ კანში თმებგაცვენილ ადგილზე. 30 - 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.