თმის ცვენის სამკურნალო უნივერსალური საშუალება!

თმის ცვენის სამკურნალო უნივერსალური საშუალება!
თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. თმის ცვენას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
ხალხურ მედიცინაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანები წლების განმავლობაში მკურნალობდნენ ამ პრობლემას.
თმის ცვენა შეიძლება მომდინარეობდეს შინაგანი ორგანული დაავადებებიდან, ან თმის ფოლიკულის დაზიანებიდან გამომდინარე.

გთავაზობთ თმის ცვენის სამკურნალო უნივერსალურ საშუალებას.

საჭირო მასალა:
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • ერთი ამპულა D ვიტამინი
  • 2 კვერცხის გული

მომზადება:
ერთი ს/კ აბუსალათინის ზეთს შევურიოთ ერთი ამპულა D ვიტამინი და შევიზილოთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გავიმეოროთ ეს პროცედურა 3 დღის განმავლობაში. მე - 4 დღეს ვიბანთ თავს კვერცხის გულში. 2 კვერცხის გული საკმარისია თავის დასაბანად. ერთი დღის შემდეგ პროცედურას იმეორებენ თავიდან. ძალიან ხშირად სამი პროცედურის შემდეგ მელოტზე იწყება თმის ზრდა. თმები ხშირდება, თმის ძირები მაგრდება.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება