საკმაოდ ეფექტური საშუალება მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ!
აბუსალათინის ზეთი ეფექტური საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება.
- აურიეთ ერთმანეთში 2 – 2 ჩ/კ დემექსიდი, ზეთოვანი A და E ვიტამინები, აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით თმებზე და თავის ქალაზე, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თავი, ზემოდან ქუდი დაიფარეთ და ერთი საათი გაიჩერეთ ( ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნებათ ), შემდეგ 2 – 3- ჯერ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაკეთება.
- 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი, 1 ს/კ თხევადი საპონი და 1 ჩ/კ ალოეს წვენი შეათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ თმის ძირებში. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ( 1 ლიტრ წყალზე ).
- ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- აიღეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი, შეურიეთ 1 ამპულა D ვიტამინი და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე. მე - 4 დღეს დაიბანეთ თავი 2 კვერცხის გულით. ერთი დღის შემდეგ ეს პროცედურა თავიდან გაიმეორეთ.