მეზობლის რჩევის დახმარებით თმის ცვენა ამ საშუალებებით შევაჩერე
წლები მცვიოდა თმა. მიზეზი ვერაფრით დავადგინეთ. მეზობელმა მასწავლა თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება, რომელსაც, ჩემი მხრივ, სიამოვნებით ვასწავლი თქვენს ერთგულ მკითხველს:
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი, 4 ჩაის კოვზი ხახვის წვენი, 6 ჩაის კოვზი ბირკავას ნახარში ( 1 სუფრის კოვზი ბალახი ერთ ჩაის კოვზ წყალზე ). მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანში, შეიხვიეთ პირსახოცით და 2 საათს გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი, 1 კვერცხის გული, აურიეთ და წაისვით თავის კანზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ შამპუნით და გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ 1 თვის განმავლობაში.
- ვიღებთ თითო სუფრის კოვზ თაფლს, მცენარეულ ზეთს, ხახვის წვენს ( ხახვის დაჭყლეტა შეიძლება ნივრის საჭყლეტში), ლიმონის წვენს და საბავშვო შამპუნს. ამ ყველაფერს კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვიზელთ თმის ძირებში. თავს პირსახოცით ვიხვევთ, ნახევარი საათის შემდეგ კი ვიბანთ.
- 50 გრამ გამომშრალ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ ღვინის ძმარი, 7-10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გადაწურეთ და წაისვით გამელოტებულ ადგილებზე.
- საჭიროა 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ამპულა D2 ვიტამინი, 2 კვერცხის გული. D ვიტამინი აურიეთ აბუსალათინის ზეთში და შეიზილეთ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. გაიმეორეთ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს დაიბანეთ თავი კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია ). ერთი დღის შემდეგ ეს ციკლი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ხშირად სამი კურსის შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, თმის ძირები მაგრდება, თმა ხშირდება.
- 2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, შემდეგ კი ცხელი წყლით დაიბანოთ. რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.
- თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი. აიღეთ 10 გრამი ხმელი კრაზანას ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის ) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის ). 1 კვირა გააჩერეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში.
ამ ნაყენით უნდა გაიწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.