თმის ცვენის და თმის ძირების გასამაგრებელი საოცრად ეფექტური, ხალხური საშუალებები!
თმის ცვენა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. თუ თქვენ გცვივათ თმა და გაწუხებთ ეს პრობლემა მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
გთავაზობთ ხალხურ, მეტად ეფექურ საშუალებებს თმის ძირების გასამაგრებლად.
გთავაზობთ ხალხურ, მეტად ეფექურ საშუალებებს თმის ძირების გასამაგრებლად.
- კვირაში 1 - 2- ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2 - 3 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, თავზე შემოიხვიეთ პირსახოცი. 1 - 2 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებრივი წესით. იგი დააჩქარებს თმის ზრდას და ამაგრებს თმის ძირებს, თმას აძლევს სირბილეს და ბრწყინვალებას.
- თმის ცვენის შემთხვევაში ისარგებლეთ ნივრის სამკურნალო თვისებებით. თმის ძირებში შეიზილეთ ნივრის წვენი კვირაში ერთხელ. ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ დაიბანოთ ( ნივრის წასმის შემდეგ პირსახოცით შეფუთვა არ არის საჭირო ).
- თმის ძირებს ამაგრებს და თმის ცვენას შეაჩერებს შემდეგი საშუალება: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 კვერცხის გული, კარგად შეურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმის ძირებში. 2 - 3 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.
- თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ აგრეთვე ალოესა და ღვინის ნარევი წვენი 2:1, შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 2 - 3 საათი, მერე ჩამოიბანეთ.
- თმის ცვენა შეგიჩერდებათ, თუ თავზე გადაივლებთ დაფნის ფოთლის ნახარშს. 15 - 20 ცალი დაფნის ფოთოლი ჩადეთ ემალის ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გაწურეთ და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე. სისტემატურად თუ გაიკეთებთ, კარგ შედეგს მიიღებთ.
- თმის ძირებს გაგიმაგრებთ აგრეთვე დაფნის ფოთლის ექსტრაქტი. 100 გრ დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით არაყი ან სპირტი იმდენი, რომ მთლიანად ფარავდეს ფოთლებს. გააჩერეთ ერთი კვირა. შემდეგ გაწურეთ და წაისვით თმის ძირებში დილა - საღამოს.