მსხლის ტარტი „ტატენი“: ქარვისფერი უგემრიელესი ნუგბარი

მსხლის ტარტი „ტატენი“: ქარვისფერი უგემრიელესი ნუგბარი
ერთხელ, ქალმა გვარად ტატენი, რომელსაც საფრანგეთის პროვინციაში პატარა სასტუმრო ჰქონდა, სიჩქარეში ნამცხვარი ღუმელში უკუღმა შედგა. ქალს მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს შემთხვევითობა შემდგომში უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტის საფუძველი გახდებოდა, რომელიც ფრანგული სამზარეულოს კლასიკად იქცა.

fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ, დააგემოვნოთ ქარვისფერი ტარტი „ტატენი“ მსხლით, რომელიც თავბრუს დაახვევს ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფენოვანი ცომი
  • 6 მსხალი
  • 60 გრ. კარაქი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 100 გრ შაქარი


მომზადება:

  1. დაასხით ლიმონს მდუღარე წყალი და მოაცილეთ ცედრა, წვენი დაწურეთ ცალკე ჭურჭელში.
  2. გათალეთ მსხალი, მოაცილეთ გული. დაჭერით რბილობი სიგრძეზე, საშუალო სისქის. მოასხით ლიმონის წვენი (1/3), რათა არ გაშავდეს.
  3. დაადნეთ შაქარი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ლიმონის ცედრა, დარჩენილი ლიმონის წვენი, კარაქი და კარგად მოურიეთ. დაყარეთ ტაფაზე მსხალი და მოამზადეთ 5- წუთის განმავლობაში.
  4. მოათავსე მსხალი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ააცხელეთ კარამელი და მოასხით მსხალს, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. დააფარეთ ცომის ფენა, კუთხეები ჩააბრუნეთ შიგნით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.
  5. მზა ნამცხვარი ოდნავ გააცივეთ, შემდეგ ერთი მოძრაობით გადააბრუნეთ.


გემრიელად მიირთვით!