ვაშლის ფრანგული ღვეზელი „ტატენი“
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს მსუბუქი და საოცრად არომატული ვაშლის ნამცხვარი...
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარაქი 120-125 გ
- კვერცხის გული 2 ცალი
- ფქვილი 1 ჭიქა
- წყალი
- მწიკვი მარილი
- ვაშლი 1 კგ
- თაფლი 2 ს/კ
- დარიჩინი 1/2 ჩ/კ
მომზადება:
- ცომისთვის ხის ფიცარზე დაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, მოათავსეთ ზედ კარაქი და ხელით ასრისეთ, სანამ არ მიიღებთ ფხვიერ ქვიშისებურ მასას.
- შემდეგ დაუამტეთ კვერცხის გული და მოზილეთ ცომი, თან ნელ-ნელა უმატეთ წყალი, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, შეკრული მასა.
- მზა ცომში შესაძლოა იგრძნობოდეს კარაქის კორკოშელები, ეს პრობლემა არ არის. შეახვიეთ ცომი ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით ან 1 საათით.
- გულსართისთვის: ვაშლი გაფცქვენით, დაჭერით 4-6 ნაჭრად და მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს.
- ტაფაზე, რომელზეც შემდეგ ღვეზელეს გამოაცხობთ, დაასხით 2 ს/კ თაფლი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (ძლიერად უნდა ამოქაფდეს) და დაუმატეთ დაფქული დარიჩინი. კარგად აურიეთ.
- შემდეგ თაფლში მჭიდროდ ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები და დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ ცომს გააბრტყელებთ. თავსახურს ნუ დააფარებთ.
- გააბრტყელეთ სწრაფად ცომი, რათა ვაშლი არ დაგეწვათ, არამედ კარამელის სახე მიიღოს. გადაახვიეთ ცომი გასაბრტყელებელზე და პირდაპირ ცხელ ტაფაზე, ვაშლებს დააფინეთ, შეუკეცეთ ფრთხილად კიდეები, ჩაჩხვლიტეთ ზემოდან ჩანგლით (ეს აუცილებელია!).
- შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი.
- როცა ტატენი გამოცხვება - გამოიღეთ ღმელიდან, დააფარეთ ტაფას განიერი ლანგარი და გადმოაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!