ტკბილი ტაბულე ჩირებით

ტკბილი ტაბულე ჩირებით
fpaparazzi ეგზოტიკური და უგემრიელესი კერძის რეცეპტს წარმოგიდგენთ.

მომზადების დრო: 2.30 სთ
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 611 კკალ

საჭირო მასალა:

  • 300 გ ბულგურის ბურღული
  • 4 ცალი ლეღვის ჩირი
  • 2 მსხალი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • რამდენიმე ღერი ქორფა პიტნა
  • 700 მლ ფორთოხლის წვენი
  • 50 გ კედრის თხილი
  • 2 ცალი ვანილის ჩხირი
  • 3 ს/კ თხელი თაფლი
  • 0,5 ლიმონის წვენი


მომზადების წესი:

  1. ფორთოხლის წვენს დაუმატეთ დარიჩინი, ვანილის ჩაჭრილი ჩხირები და თაფლი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. შემდეგ ამოიღეთ ვანილის ჩხირები, დაასხით ბულგურს დორთოხლის ნაყენის ორი მესამედი და გააჩერეთ, რათა გაფუვდეს. დრო და დრო ამოურიეთ, რომ განტია გამოვიდეს.
  3. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ლეღვის ჩირი და დაჭრილი პიტნის ნახევარი.
  4. გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათი, დროდადრო ამოურიეთ.
  5. დარჩენილი ფორთოხლის წვენი მოხარშეთ ისე, რომ მიიღოთ სიროფი.
  6. გაფცქვენით მსხალი და დაჭერით ოთხად, მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს.
  7. მშრალ ტაფაზე მოხალეთ თხილი. შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი და დარჩნილი პიტნა. მოაყარეთ ბულგურს სუფრასთან მიტანის წინ.
  8. მიიტანეთ ფორთოხლის სიროფით.

გემრიელად მიირთვით!