ბადრიჯნის ნავები
fpaparazzi ბადრიჯნისგან ორიგინალური კერძს მომზადებას გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე- 500 გ
- ბადრიჯანი- 3 ცალი
- პომიდორი- 2ცალი
- ბაზილიკი- 5 გ
- ნიორი- 2 კბილი
- ყველი- 100 გ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბადრიჯნები გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ გულსართი და წვრილად დაჭერით.
- დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთით.
- შუაში გაჭრილი ბადრიჯნები დადეთ საცხობ ფორმაზე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
- მანამ კი გულსართი მოამზადეთ. პომიდორს მოაცილეთ კანი, დაჭერით კუბებად და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი.
- მოხარშული ქათმის ხორცი დაჭერით წვრილად.
- ბადრიჯნის გულსართი გაწურეთ და ცოტა ზეთში მოთუშეთ.
- შემდეგ კი დაუმატეთ ქათმის ხორცი, პომიდორი და მწვანილი. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
- გულსართი მოათავსეთ ბადრიჯნის ნავებში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით