ღორის მედალიონები პიკანტურ სოუსში: ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძი

ღორის მედალიონები პიკანტურ სოუსში: ფრანგული სამზარეულოს გამორჩეული კერძი
აუცილებელი არ არის, დიდ ხანს „იჯადოქროთ“ ხორცის ნაჭერთან, სუფრაზე გამორჩეული კერძი რომ მიართვათ. ხანდახან, საკმარისია შესაფერისი სოუსის მომზადება და მასში ხორცის ჩაწყობა.

ამ პრინციპით, ჩვენ ღორის მედალიონები შვეწვით ტაფაზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩით მიღებული შედეგით.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 1 ცალი ხახვი
  • 75 მლ ნაღები
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 250 მლ არაჟანი
  • 50 მლ ზეთი
  • მარილი გემოვნებით


მომზადება:

  1. დაჭერით ღორის ხორცი 2-3 სანტიმეტრიან მცირე ნაჭრებად.
  2. დაასხით ტაფას ზეთი და შებრაწეთ ხორცი.
  3. გადმოიღეთ ტაფიდან ხორცი, დაამატეთ კიდევ ზეთი და მოთუშეთ მწვანე და ჩვეულებრივი ხახვი.
  4. დამატეთ არაჟანი, კარაქი, მარილი, პილპილი, დაასხით ნაღები და ურიეთ.
  5. როცა არაჟანი დათბება, ჩაყარეთ სოუსში ხორცი და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით.


გემრიელად მიირთვით!