ფოტოთერაპიის საფრთხეები: ბალახებით მკურნალობის გვერდითი ეფექტები. ყურადღებით!
პირველ რიგში, ფიტოთერაპიული მკურნალობისას ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიულები. მართალია, სამკურნალო ბალახებზე რეაქცია ძალზე იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში თანდათან დაიწყეთ ბალახეულის გამოყენება. დაიწყეთ ერთი ფიტოპრეპარატით, პირველ დღეებში მიიღეთ არა ჭიქის მესამედი ან ნახევარი, როგორც ჩვეულებრივაა ხოლმე რეკომენდებული, არამედ 1 - 2 სუფრის კოვზი. თანდათან გაზარდეთ დოზა ერთი კვირის განმავლობაში. თუ ორგანიზმი ნორმალურად რეაგირებს, შეგიძლიათ მეორე მცენარე მიამატოთ. შემდეგი ნაბიჯი მარტვი კომპოზიციები იქნება 2 - 4 ბალახის ნაკრები. ბოლოს შეგიძლიათ თითო - თითო კომპონენტი დაამატეთ ყოველ 5 - 7 დღეში და მცენარეების რაოდენობა ნაკრებში 8 - 10 ერთეულამდე აიყვანოთ.
თუ მკურნალობის კურსი მოკლეა, მაგალითად, გაციება, ალერგიულებს ვურჩევთ მაინც დაიწყონ არა ნაკრებით, არამედ ცალკეული მცენარით.
რით ხართ ავად?
არცთუ იშვიათად, ერთი დაავადების ფიტოთერაპია, მეორის გამწვავებას იწვევს. ტიპიური სიტუაციაა: ადამიანი იწყებს კრაზანას მიღებას ბრონქების, ფილტვებისა თუ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს და წნევა მკვეთრად უწევს მაღლა. ასეთივე ეფექს იძლევა ცნობილი ადაპტოგენებიც: ელეუტეროკოკი, ჟენშენი. თუ იცით ჰიპერტონიისკენ თქვენი მიდრეკილების შესახებ, მათი მიღება არ შეიძლება. თუ მაღალი კუჭის მჟავიანობა, გასტროდუოდენიტი ან წყლულოვანი დაავადება გაქვთ უნდა აკრძალოთ ფარსმანდუკი, ბაბუაწვერა და ის მცენარეები, რომლებსაც ბუნებრივი სიმწარე აქვთ. ყაბზობისკენ მიდრეკილებისას უნდა გამოირიცხოს მურყანზე, მუხაზე, შოთხვზე, დიარეის დროს კი - მრავალძარღვაზე დამზადებული წამლები. თუ ესენი შედის თქვენი მკურნალობისთვის საჭირო ნაკრებებში, ისინი ან გამორიცხეთ, ან სხვა რაიმეთი შეცვალეთ.
გვერდითი ეფექტები
შემთხვევა პრაქტიკიდან: წარუმატებლად ებრძოდა ქალი შარდის შეუკავებლობას. ვის აღარ მიმართა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ერთ პროფესორთან საუბრისას გაირკვა, რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდა პიტნის ნახარშს. ამ მცენარის კომპონენტები კი ორგანიზმში დაგროვების შემდეგ გლუვკუნთოვანი მუსკულატურის მოდუნებას იწვევსმ მათ შორისაა შარდის ბუშტიც. ნახარშის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გამოუსწორდა ყველაფერი.
პაციენტებმა თითქმის არაფერი იციან ხოლმე მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ, სპეციალისტები კი ასეთ "უმნიშვნელო" საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. არადა, აუცილებელია მათი გათვალისწინება, რადგან ზოგიერთმა საშუალებამ (მაგალითად, სამკურნალწამლო სალბი ) შეიძლება მუცლის მოშლა გამოიწვიოს, სხვებმა ( მათ შორის ასე პოპულარულმა ფარსმანდუკმა ) გაზარდოს სისხლის შედედება და თრომბოზების რისკი. აი, ამიტომაა საჭირო, ბალახებით მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს ფიტოთერაპევტის რჩევები. მაგრამ მოკლევადიანი მკურნალობის დროსაც აუცილებელია ყურადღება. მაგალითად, ალოე ხველებისას საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ დიარეის გამოწვევა შეიძლია. იმავე ხველებისას ძირტკბილას გამოყენება კი შარდვის პროცესს აძნელებს და შეშუპებებს იწვევს.
ფიტოთერაპია მედიცინის ნაწილია და როგორც ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც ქარხნებში იქმნება, ისევე ფიტოსაშუალებასაც გამოყენების თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. ეს მუდმივად გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, როდესაც მორიგი ნახარშის ან ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ!