უმკურნალეთ ჰიპოტონიას არაჩვეულებრივი რეცეპტების დახმარებით.

უმკურნალეთ ჰიპოტონიას არაჩვეულებრივი რეცეპტების დახმარებით.
ჰიპოტონია ( არტერიული ჰიპოტენზია ) - არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემაა. მასზე როგორც დაავადებაზე საუბარი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ზედა წნევა დაბლაა ვერცხლისწყლის სვეტის 105 მმ-ზე, ხოლო ქვედა - ვერ აღწევს 65 მმ-მდე.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს არავითარი დიეტა!

ხალხური საშუალებები ჰიპოტენიის დროს

ჰიპოტენიის დროს ცხოვრების გასაადვილებლად დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეების ნახარშები და ნაყენები, რომლებიც ახდენენ ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის ტონიზირებას.
არალია მაღალი ( მანჯურიის ) ა) დაასხით 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს 5 ს/კ 70 %-იანი სპირტი. დააყენეთ 7 დღე ბნელ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ 30 - 40 წვეთი. ჭამის წინ 2 -3 -ჯერ დღეში 1 -2 თვის განმავლობაში.
ბ ) შეგიძლიათ შეიძინოთ პრეპარატ " საფარალის" ტაბლეტები, დამზადებული არალიის ფესვებისგან. მიიღეთ ერთი - ორჯერ დღეში თითო ტაბლეტი ჭამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.

ჟენშენი. დაასხით ნახევარი ლიტრა სპირტი 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დააყენეთ ბნელ ადგილზე 10 - 12 დღე. გაწურეთ, მიიღეთ თითო ჩ/კ დილით უზმოზე, 30 - 40 წთ-ით ადრე საუზმემდე. თუ ერთი კვირის შემდეგ ეფექტი არ იქნება, გაზარდეთ დოზა 2 - 3 ჩ/კ -მდე როგორც კი იგრძნობთ გაუმჯობესებას, ნაყენის მიღება შეწყვიტეთ; მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჰიპოტონია თავს გაგახსენებთ, კვლავ დაიწყეთ პრეპარატის მიღება.

ლიმონურა ჩინური. დაასხით 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნაყოფს ან 2 ს/კ თესლს 5 ს/კ სპირტი და დააყენეთ 10 - 15 დღე ბნელ ადგილზე, გაწურეთ. მიიღეთ 20 - 30 წვეთი უზოზე 2 -3 - ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.

კრაზანა ნასვრეტებიანი. დაასხით 1 ს/კ გამხმარ ბალახს 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით ყოველდღე ჭიქის მეოთხედი ჭამის წინ.

შენიშვნა: მომატებულ ნერვულ აღგზნებადობისას, ეპილეფსიის, თირკმელების დაავადების და ფეხმძიმობის დროს ამ სამკურნალო მცენარეების პრეპარატები უკუჩვენებითია.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური