ლობიო ასე ჯერ არ მოგიმზადებიათ! პირველი ნაბიჯი თითქოს ჩვეულია, მაგრამ შემდეგ კერძი ნამდვილ დელიკატესად იქცევა...
ბევრ ჩვენგანს უყვარს პაშტეტი, მაგრამ მაღაზიაში მისი ფასი იკბინება, იაფფასიანი კი კარგი ხარისხით არ გამოირევა. მაგრამ იქნებ თავად მოვამზადოთ იგი, მაგალითად...ლობიოსგან? ცილების დიდი შემცველობის წყალობით ის ხორცის ან ღვიძლის პაშტეტზე ნაკლებად ნოყიერი არ არის, თანაც ხელმისაწვდომია და უგემრიელესი!
ინგრედიენტები:
მომზადება:
გაცივებული პაშტეტი მიირთვით პურთან და ბოსტნეულთან.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ლობიო
- 200 გრ ნიგოზი
- 100 გრ კარაქი
- 3 კბილი ნიორი
- ქონდარი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- გაარჩიეთ ლობიო. გარეცხეთ და დაასხით ცივი წყალი მთელი ღამით. დაწურეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ახალი წყალი. მოხარშეთ მზადყოფნამდე. გააცივეთ.
- დაიტოვეთ 1 ჭიქა ნახარში. დააბლენდერეთ ლობიო, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი გარდა ზეთისა. თუ ნაზავი მშრალია - დაამატეთ ნახარში.
- დააფინეთ ფართო ჭურჭელზე საკვების ცელოფანი. მოათავსეთ პაშტეტის მასა 1 სმ სისქით. წაუსვით დარბილებული კარაქი და დაახვიეთ რულეტი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
გაცივებული პაშტეტი მიირთვით პურთან და ბოსტნეულთან.