ბორანო- მწვანე ლობიოთი მომზადებული უგემრიელესი კერძი
მომზადების დრო- 1საათი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 1115 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 4 ღერი ტარხუნა
- 1ს.კ მცენარეული ზეთი
- 1 კილო ქათამი
- 2 ჭიქა მაწონი
- 4 ღერი მწვანე ხახვი
- 1,5 ჩ.კ ქონდარი
- 4 ღერი ოხრახუში
- მწიკვი წვითელი ყვავილი
- 1კგ ახალი მწვანე ლობიო
- 200გ ერბო ან კარაქი
- 4 ღერი ქინძი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ერთი მწიკვი დაფქული დარიჩინი
- 2 კბილი ნიორი
მომზადების წესი:
- ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ, დატეხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და იმდენი წყალი დაასხით რომ დაიფაროს. აადუღეთ და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
- ყველა მწვანილი დაჭერით და დაუმატეთ ლობიოს. ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ერბო, მარილი, წიწაკა და სუნელები. დატოვეთ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
- ქათამი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და 1 ს.კ ზეთში შეწვით ორივე მხრიდან.
- ნიორი დაჭყლიტეთ. დაუმატეთ მაწონი და მარილი. კარგად აურიეთ.
- თეფშის ნახევარზე მოათავსეთ ლობიო, მეორე ნახევარზე კი ქათმის ნაჭრები. ზემოდან მოასხით მაწვნიანი მასა. მიირთვით ცხელი. მაწონი შეგიძიათ ჩაანაცვლოთ ნატურალური იოგურტით.