მწვანე ლობიო ნიგვზით - უგემრიელესი საგაზაფხულო კერძი
მწვანე ლობიოს სეზონი ახლოვდება და დროა ჩავინიშნოთ მისგან მომზადებული რეცეპტები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
რჩევა: სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოცხალი, დაჭრილი პომიდორი და სხვა საყვარელი სუნელები. მაგალითად, ხმელი სუნელი.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ზეთი
- ხახვი 1 თავი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ნიგოზი 1 მუჭა
- კამა 1 კონა
- ნიორი 3 კბილი
- მწვანე ლობიო 400 გ
- ქინძი 1 კონა
მომზადების წესი:
- დაამტვრიეთ, გარეცხეთ მწვანე ლობიო და მოხარშეთ. გადაწურეთ და გააცივეთ.
- ხახვი დაჭერით წმინდად. ტაფაში ჩაასხით ზეთი და მოხრაკეთ ხახვი. დაუმატეთ ლობიო.
- შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ცხარე მწვანე წიწაკა გემოვნებით.
- დააფარეთ თავსახური და თუშეთ 10-15 წუთი. 5 წუთით ადრე მომზადებამდე მოაყარეთ მარილი.
- ნიგოზი დააქუცმაცეთ. მწვანილი გარეცხეთ და დაჭერით წმინდად. ნიორი დაჭყლიტეთ. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ ლობიოს ნიგვზის მასა და აურიეთ.
რჩევა: სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოცხალი, დაჭრილი პომიდორი და სხვა საყვარელი სუნელები. მაგალითად, ხმელი სუნელი.
გემრიელად მიირთვით!