ლობიო ბებიების რეცეპტით
fpaparazzi -ი ლობიოს მომზადების ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ.
საჭირო მასალა:
საკაზმისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ლობიო- 3 ჭიქა (სასურველია მთელი ღამით დატოვოთ ცივ წყალში)
- ხახვი- 1 ცალი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- ერთი მუჭი ნიგოზი
- ზეთი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
საკაზმისთვის:
- 2 კბილი ნიორი
- დიდი კონა ქინძი
- ½ ჩ.კ ძირა
- 1 ჩ.კ აჯიკა
- ½ კოვზი წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ლობიო გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ 45-60 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ლობიო გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ მდუღარე წყალი.
- საკაზმისთვის საჭირო ინგრედიენტები დანაყეთ ქვასანაყით ან დააბლენდერეთ
- ხახვი მოთუშეთ ზეთთან და დაფნის ფოთოლთან ერთად, შემდეგ კი დაუმატეთ ლობიოს.
- დაასხით 3 ჭიქა წყალი, დაუმატეთ აჯიკა, მარილი და წიწაკა და კარგად აურიეთ.
- ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით.