საშუალებები, რომლებიც შესანიშნავ შედეგს იძლევა კანის, თმის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს
სოკოთა ერთი ჯგუფი წლების განმავლობაში ერთი ცოცხალი ორგანიზმიდან მეორეზე გადადიოდა და საბოლოოდ ცხოველებისა და ადამიანების პარაზიტებად ჩამოყალიბდა. ისინი წყალსა და ნიადაგში არ მრავლდებიან, გასამრავლებლად ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმი სჭირდებათ. ჯანმრთელ ქსოვილზე მოხვედრის შემდეგ სოკოები ძაფისმაგვარ ზრდას იწყებენ, ახალ -ახალ ადგილებს ედებიან და მიცელიუმის ბადეს ქმნიან, შედეგად კი მეტად საშიშ დაავადებას - მიკოზს იწვევენ. მიკოზის გავრცელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ წერტილს, კლიმატურ სარტყელსა და წელიწადის დროს - ზაფხულში სოკოვანი ინფექციები ხშირდება. დაავადებას ავრცელებს ავადმყოფი ან მატარებელი, რომელსაც გადატანილი დაავადების ან არასრულფასოვანი მკურნალობის გამო სხვათა დაინფიცირების უნარი შესწევს. მიკოზები ვრცელდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით: ხელის ჩამორთმევით, სქესობრივი კავშირით, ინფიცირებული ანუ დაბინძურებული საერთო საწოლის, აბაზანის, აუზის, საყოფაცხოვრებო საგნების მეშვეობით. ყველაზე საშიშია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, სათამაშოები, სტილისტთა ხელსაწყოები და სხვა.
სოკოვანი დაავადებების დროს:
სოკოვანი დაავადებების დროს:
- სასარგებლოა კაკლის ფოთლების აბაზანები დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს, ამისათვის 100 გრ კაკლის ფოთოლს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, როცა შეგრილდება, გაიკეთეთ აბაზანა. ფეხი არ უნდა შეიმშრალოთ. პროცედურა ჩაატარეთ ორი კვირის განმავლობაში.
- კანის, თმის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენეთ ვაშლის ძმრის საფენები. საფენები უნდა ცვალოთ დღეში 3 - 4-ჯერ.
- სოკოვანი დაავადებით დაზიანებულ კანში მანდარინის წვემი შეიზილეთ. შესანიშნავ შედეგს იძლევა აგრეთვე ლიმონის წვენის კომპრესი ან შეზელვა.
- აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი, დაასხით 3 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და აურიეთ, ერთიანი მასის მიღებამდე. წაისვით სოკოთი დაზიანების ადგილებში, დღეში 2 - 3- ჯერ.