ფეხის ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.

ფეხის ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.
მიკრობულ სოკოთა სამყარო დაახლოებით 100 ათას სახეობას აერთიანებს. ამათგან პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევის უნარის მქონე, 100 - მდე სახეობაა. მათი უმრავლესობა ადამიანის სხეულზე წლობით ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვს.

სოკოვანი დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:
  • ორგანიზმი რომელიმე სახეობის წარმომადგენლებზე კონტროლს კარგავს;

  • სოკო სხეულზე გარემოდან ხვდება;

  • ხელშემწყობ ფაქტორთა გავლენით სოკოები ინფექციურ პროცესს უდებენ სათავეს.

    დამახასიათებელი თვისებები
  • სოკოები დიდ გამძლეობას იჩენენ როგორც მაღალი (უძლებენ 800 oC - ს ), ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ.

  • მზის სხივებისა თუ ქიმიური საშუალებების ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც კი კარგად გრძნობენ თავს.

  • მათი გამომშრალი სპორები წლობით ცოცხლობენ ნესტიან, ცუდად განიავებულ გარემოში.

  • ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე რამდენჯერმე უხანგრძლივდებათ.

  • პათოგენური თვისებების გამოსავლენად სათანადო გარემო სჭირდებათ.

გვინდა გაგაცნოთ ფეხის ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც უამრავ ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე:

მკურნალობა:
კარგად დაიბანეთ ხელ - ფეხი თბილი წყლით ( ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სოკო ხელებსაც აზიანებს! ), აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ზომაზე გააბრტყელეთ, დაიდეთ მასზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1 - 2 დღე.
თუ დაავადება დიდი ხნისაა, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა, სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა