საკმაოდ ეფექტური ხალხური საშუალებები ტერფის სოკოს ( მიკოზი ) სამკურნალოდ!
სოკოვანი დაავადება შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს. თუმცა ინდივიდუალური სისუსტე ორგანიზმის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმუნიტეტი, ნაწლავების, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებათა არსებობა.
გთავაზობთ ტერფის სოკოს „მიკოზის „ სამკურნალო ეფექტურ ხალხურ საშუალებებს:
გთავაზობთ ტერფის სოკოს „მიკოზის „ სამკურნალო ეფექტურ ხალხურ საშუალებებს:
- მიკოზის სამკურნალო ეფექტური ხალხური საშუალებაა ნივრის მარილიანი ხსნარი. ჯერ უნდა მოამზადოთ მარილწყალი, რისთვისაც 1 ლ წყალში უნდა გახსნათ 1 ჩ/კ სუფრის მარილი. შემდეგ დაჩეჩქვეთ ერთი კბილი ნიორი, დაასხით მას 1 სუფრის კოვზი მარილის ხსნარი. გაჭყლიტეთ და გადაწურეთ. მიღებულ ნარევს კიდევ 4 სუფრის კოვზი მარილწყალი დაუმატეთ. ამ ნაყენით დაისველეთ სოკოთი დაზიანებული ადგილები გამოჯანმრთელებამდე. მომზადებული წამალი ვარგისია მხოლოდ 12 საათის განმავლობაში.
- მიკოზის დროს საკმაოდ ეფექტურია აგრეთვე ვაშლის ძმარი. ის დაზიანებულ ადგილებში დღეში 5 – 6 - ჯერ უნდა შეიზილოთ, ვიდრე არ გამოჯანმრთელდებით.
- გახსოვდეთ, რომ მიკოზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმლის დამუშავებას. ძმარი განაზავეთ წყლით ( 1:2 )და ამ ხსნარით ფეხსაცმელები შიგნიდან გაწმინდეთ. შემდეგ თითოეული ჩადეთ პოლიეთილენის პარკში, მჭიდროდ შეკარით და დატოვეთ ასე 2 – 3 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გასანიავებლად დადეთ ჰაერზე.