თევზის ფილე ნაღებისა და მდოგვის სოუსში: პიკანტური დანამატი ნებისმიერი გარნირისთვის
ხარისხიანი თევზი, ყველა წესის დაცვით მომზადებული - უკვე თავისთავად გემრიელია. და თუკი მას შესაბამის სოუსს შეუხამებთ, გამოვა კავშირი, რომელიც ნებისმიერ გურმანს მოეწონება. ნაღებისა და მდოგვის ნაზავი - იდეალური პარტიაა თითქმის ყველა სახეობის თევზისთვის.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 500 გრ თევზი
- 50 გრ პური
- 1 ხახვი
- 1 კონა ოხრახუში
- 0,5 კონა რუკოლა
- 4 ს.კ. არაჟანი
- 2 ს.კ. მდოგვი
- 200 მლ ნაღები
- 125 მლ ხორცის ბულიონი
- 2 ჩ.კ. სახამებელი
- 100 გრ სალათის ფურცელი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- მოაჭერით პურის ნაჭერს ყუა, გული კი დააბლენდერეთ. დაჭერით წვრილად ხახვი.
- გარეცხეთ სალათისა და რუკოლას ფურცლები, ოხრახუში და დაჭერით. შეურიეთ მწვანილი პურთან, ხახვთან და არაჟანთან.
- ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ნაღები, მდოგვი, ბულიონი და სახამებელი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. მზა სოუსი დაასხით საცხობ ფორმაში, მასზევე დააწყვეთ მსხვილად დაჭრილი თევზის ფილე, ზემოდან კი მოათავსეთ არაჟნისა და ხახვის ნაზავი მწვანილით.
- შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაგამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!