როგორ მოვამზადოთ ყველაზე იაფფასიანი თევზისგან რესტორნის უგემრიელესი კერძი
ამ შესანიშნავი კერძის მოსამზადებლად ნებისმიერი თეთრი თევზის ფილე გამოდგება. ლიმონი ჩაახშობს ტრადიხიულ მკვეთრ ნოტებს და გააწონასწორებს სხვა ინგრედიენტების გემოს.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 500 გრ თეთრი თევზის ფილე
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 4 ღერი მწვანე ხახვი
- 1 ლიმონი
- 50 გრ კარაქი
- 125 მლ ბოსტნეულლის ბულიონი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კონა ნიახური
- 1 ცუკინი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- დაასხით თევზის ფილეს ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში და მოურიეთ.
- ფართო ფორმის ფსკერზე მოათავსეთ თხლად დაჭრილი ცუკინი და ნიახური. დაჭერით წვრილად ხახვი და მწვანე ხახვი და მოაყარეთ. ბოლო ფენა - წვრილად, სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო.
- თევზის ნაჭრები მოათავსეთ ბოსტნეულზე, ნახევარი ლიმონი რგოლებად დაჭერით და დაადეთ ზემოდან.
- დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაადეთ დაჭრილი კარაქი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 20 წუთით 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!