ქათმის მსუბუქი სალათა კვერცხითა და ტკბილი წიწაკით
fpaparazzi გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელსაც არც მაიონეზი აქვს და არც სხვა კალორიული სოუსი.. ის მსუბუქია და ძალიან გემრიელი... თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ვახშმად.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე მოვხარშოთ, შევაგრილოთ და წვრილად დავჭრათ.
2. სალათის ფურცლები გარეცხეთ, დაწრიტეთ და ხელით დახიეთ (რამდენიმე ფოთოლი გადაინახეთ სალათის გასაფორმებლად).
3. ხახვი ალყა-ალყა, წიწაკა კი – ნახევარწრეებად დაჭერით.
4. კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაფცქვენით და ოთხად გაჭერით. ოხრახუში წვრილად დაჭერით.
5. ცალკე თასში ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
6. დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული აურიეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი.
7. განიერ თეფშზე დააფინეთ სალათის რამდენიმე ფურცელი, ზედ გადაიტანეთ სალათა, მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სოუსი, მოაყარეთ ოხრახუში და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 200 გ
- სალათის ფოთლები 1 კონა
- მოხარშული კვერცხი 2
- ოხრახუში 1 კონა
- ხახვი 1/2 თავი
- ტკბილი წიწაკა, წითელი 1
- ზეითუნის ზეთი 3 ს.კ
- ლიმონის წვენი 1/2
- მარილი და პილპილი