როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა ნამცხვარი იმაზე სწრაფად, ვიდრე მაღაზიაში გავალთ საყიდლად

როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა ნამცხვარი იმაზე სწრაფად, ვიდრე მაღაზიაში გავალთ საყიდლად
ხშირად, ტკბილეული გვინდება, მაგრამ არ გვაქვს სურვილი, რამდენიმე საათი ვხარჯოთ ცხობაზე. მაღაზიის ნამცხვარი კი ისეთი გემრიელი არ არის... როგორ მოვიქცეთ? დაგვეხმარება ამერიკული ნამცხვარი სახელწოდებით „სნიკერდუდლი“, რომელიც 30 წუთში მზადდება და ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:
  • 2,75 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ლიმონის მჟავა
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 10 გრ ვანილი
  • 0,25 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 2 ს.კ. დარიჩინი


მომზადება:

  1. შეურიეთ ფქვილი, ლიმონის მჟავა, სოდა, მარილი და დროებით გადადეთ.
  2. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კვერცხი და თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, სანამ ერგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. შეურიეთ მშრალ მასას და ფრთხილად მოურიეთ. ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. სურვილისამებრ, დაუმატეთ თხილი, ნიგოზი, შოკოლადის ნაფხვენი. ფრთხილად მოურიეთ.
  4. ცალკე შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დარიჩინი. ცომისგან შექმენით მცირე ბურთულები, ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის ნაზავში. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და ოდნავ დააბრტყელეთ, ნამცხვების სისქე დაახლოებით 2 სმ უნდა იყოს.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!