გემრიელი ნამცხვარი ”ატამი”- გაიხსენეთ ძველი გემო

გემრიელი ნამცხვარი ”ატამი”- გაიხსენეთ ძველი გემო
FPAPARAZZI-ის ძველებურ გემოს გაგახსენებთ და ნამცხვარი ”ატამის” რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • 1ჩ.კ ვანილი
  • 80გ კარაქი
  • 3,5 ჭიქა ფქვილი
  • 1ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2ს.კ არაჟანი
  • 2 კვერცხი

შიგთავსისთვის:
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 70 გ ნიგოზი

გასაფორმებლად:
  • 2 ცალი სტაფილო
  • 70 გ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჭარხალი

მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, არაჟანი, ფქვილის ნახევარი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ მიქსერით. მიიღებთ ნაზ და ფაფუკ ცომს. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და კიდევ ერთელ კარგად აურიეთ.
მიღებული ცომი გაყავით 24 გუნდად და ნახევარსფეროს ფორმა მიეცით.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ზედ გუნდები და აცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარს გულები ფრთხილად ამოაცალეთ.
კრემის მომზადება:
ნახევარ ქილა მოხარშულ შედედებულ რძეში აურიეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ამოავსეთ ნახევარსფეროები კრემით და მეორე ნახევრებთან შეაერთეთ.
წვენსაწურში გამოწურეთ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი. თუ წვენსაწური არ გაქვთ, ბოსტნეული წვრილად გახეხეთ და გაწურეთ.
”ატმის” 2/3-ს სტაფილოს წვენი წაუსვით, დანრჩენილს კი ჭარხლის. აცადეთ ოდნავ შეშრობა და ამოავლეთ ყავისფერ შაქარში.

”ატმები” მზადაა. ამ ინგრედიენტებისთ 12 ”ატამი” გამოდის.
გემრიელად მიირთვით.