ხრაშუნა ფენა, წვნიანი ხილის შიგთავსი - საუცხოო ნამცხვარი სულ რაღაც 30 წუთში!

ხრაშუნა ფენა, წვნიანი ხილის შიგთავსი - საუცხოო ნამცხვარი სულ რაღაც 30 წუთში!
გარგარი - ზაფხულის მზის განსახიერებაა! გთავაზობთ გარგრის უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება. გამოიყენეთ გარგრის ჯემი, პიკანტურობისთვის დაუმატეთ თხილი ან ნიგოზი!

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ფქვილი
  • 750 გრ გარგარი
  • 125 კარაქი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. წყალი
  • 1 მწიკვი მარილი


მომზადება:

  1. გაცერით ფქვილი, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული, 1 ს.კ. შაქარი, წყალი. კარგად მოურიეთ, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  2. მოამზადეთ გარგარი. დაჭერით და მოაცილეთ კურკა.
  3. გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 0,5 სმ სისქეზე. მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმაში. წაუსვით ჯემი, დააწვეთ გარგარი, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.

ნამცხვარი გემრიელია როგორც ცივი, ასევე ცხელი სახით.