ნამცხვარი ჩაისთვის 5 წუთში! გადაგარჩენთ, როცა მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან!

ნამცხვარი ჩაისთვის 5 წუთში! გადაგარჩენთ, როცა მოულოდნელი სტუმრები გეწვევიან!
წარმოუდგენელია ასეთი მარტივი და გემრიელი დესერტი არ მოგეწონოთ. ამიტომაც გირჩევთ, სცადოთ!

საჭირო ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 100 გ
  • შედედებული რძე 200 გ
  • მწიკვი მარილი
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • ნიგოზი 50 გ
  • შაქარი 1 ჭიქა
  • რაჟანი 0,5 ჭიქა
  • მოხარშული შედედებული რძე 200 გ
  • სოდა 1 ჩ/კ
  • ძმარი 1 ჩ/კ


მომზადების წესი:

  1. ზეთი წაუსვით გამოსაცხობ ფორმას.
  2. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  3. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, არაჯანი, შედედბული რძე და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ.
  4. ფქვილში აურიეთ სოდა და საცრის მეშვეობით დაუმატეთ ძირითად მასას.
  5. ათქვიფეთ ყველაფერი მიქსერით.
  6. დაუმატეთ ცომში 9 %-იანი ძმარი და კვლავ აურიეთ.
  7. გადაიტანეთ ცომი ფორმაში. დაატრიალეთ ფორმა, რათა თანაბრად განაწილდეს მასა.
  8. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.
  9. როცა ღვეზელი გამოცხვება, ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან და წაუსვით ზედაპირზე მოხარშული შედედებული რძე.
  10. მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი.

გემრიელად მიირთვით!