ქათმის ღვიძლი იტალიურად

ქათმის ღვიძლი იტალიურად
სუბპროდუქტების მოხმარების სარგებლის შესახებ, მათშორის ქათმის ღვიძლის - ყველამ იცის. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ტვინზეც დადებითად ზემოქმედებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე პროფილაქტიკურად ზემოქმედებს. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახის წევრები ღვიძლის ჭამაზე უარს ამბობენ? მოამზადეთ იგი იტალიურად!

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქათმის ღვიძლი
  • 150 გრ მოცარელა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 მწიკვი ბეგქონდარა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით


მომზადება:

  1. შეწვით დაჭრილი ღვიძლი ზეითუნის ზეთში. მომზადების დასრულებამდე 3 წუთით ადრე დაყარეთ ტაფაზე დაჭრილი ნიორი. შემწვარი ღვიძლი მოათავსეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ბეგქონდარა.



  2. დაჩხვლიტეთ პომიდორი, ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გაფცქვენით დაჭერით კუბებად და მოასხით ღვიძლს.

  3. გახეხეთ მოცარელა და მოაყარეთ პომიდორს. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, კერძის შეწითლებამდე.




გემრიელად მიირთვით!