შემწვარი ქათმის ბარკლები ბულგარულ წიწაკასთან ერთად. გენიალური გადაწყვეტა - შაქრის კარამელის გამოყენება!
კიდევ ერთი კერძი, რომელსაც არ სჭირდება გაზქურასთან დიდხანს ტრიალი. გამოდგება მაშინ, როცა სტუმრები კარს მოგადგნენ და მათ რაიმეთი გაოცება გსურთ. შემწვარი ბარკალი ისედაც გემრიელია, მაგრამ კარამელიზებული ბოსტნეულის დამატებით - რაღაც საოცრება გამოვა!
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- ქათმის 4 ბარკალი
- 3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 30 მლ ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 50 გრ შაქარი
- 1 კონა ოხრახუში
- 80 მლ ვაშლის ძმარი
- 5 კბილი ნიორი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
- გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით ზოლებად ბულგარული წიწაკა. ხახვი დაჭერით ნახევარწრიულად.
- მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ქათის ბარკლები ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში. მოათავსეთ ქვაბში.
- ტაფაზე, სადაც ქათამი შეიწვა, დაყარეთ მარილი, გააცხელეთ ღია კარამელის ფერის მიღებამდე, დაამატეთ ძმარი და გააჩერეთ კიდევ 30 წამით. დაამატეთ პილპილი, პერიოდულად მოურიეთ. დაამატეთ ხახვი, ნიორი, მარილი და პილპილი.
- მოათავსეთ საცხობ ფორმაში წიწაკა და ხახვი. ბოსტნეულზე დააწყვეთ ქათმის ბარკლებუი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. გამოიღეთ ფორმა, დააფარეთ ფოლგა და დატოვეთ 10 წუთით. მირთმევამდე მოაყარეთ ქათამს დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!