მუცლის ხშირი შებერილობა - უსიამოვნო პრობლემა, რომელზეც ბევრი სდუმს. არადა, ამაოდ!

მუცლის ხშირი შებერილობა - უსიამოვნო პრობლემა, რომელზეც ბევრი სდუმს. არადა, ამაოდ!
მუცლის შებერილობას ერთხელ მაინც შეუწიხებია თითოეული ჩვენგანი... ნაწლავის მიდამოებში ტკივილი, დისკომფორტი, გაზები - ეს ყველაფერი უსიამოვნებებს გვიქმნის. მაგრამ თუ ზოგს ეს პრობლემა ეპიზოდურად ეხება, სხვებს მუცლის შებერილობა ძლაიან ხშირად აწუხებს.



Facepaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ რამენიმე მიზეზის შესახებ, თუ რა იწვევს მუცლის შებერილობა.

ქრონიკული პანკრეატიტი

ამ შემთხვევაში ორგანიზმს არ ჰყოფნის გარკვეული ფერმენტები საკვების გადასამუშავებლად. რის შედეგადაც ჩნდება მუცლის შებერილობა ნებისმიერი საკვების მღების შემდეგ.

გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომი

ნაწლავების შებერილობა მისი მამოძრავებელი ფუნქციის დარღვეის შედეგად ხდება. ამ შემთხვევაში დისკომფორტულ შეგრძნებებს მუცლის არეში, ძლიერი ტკივილი სდევს თან.

დისბაქტერიოზი

ნაწლავური შებერილობა მიკროფლორის ბალანსის დარღვევის შედეგად ჩნდება. მავნე ორგანიზმები გამოიმუშავებენ გაზებს.

ლაქტოზის აუტანლობა

ხშირად ორგანიზმში ფერმენტების უქონლობა აღინიშნება, რომლებიც ლაქტოზის ათვისებაში ეხმარება.

არასწორი კვება

მუცლის შებერილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - არასწორი კვებაა. დიდი ოდენობით გაზიანი სასმელები, ტკბილეული, ცომეული, კარტოფილი - იწვევს გაზების წარმოშობას ნაწლავებში.

როგორ მოვიცილოთ მუცლის შებერილობა



თუ მუცლის შებერილობა რაიმე დაავადებას უკავშირდება, მტკივნეული სიმპტომების მოსაცილებლად მიიღეთ რამდენიმე აბი აქტივირებული ნახშირი. ასევე გამორიცხეთ რაციონიდან პროდუქტები, რომლებიც დუღილს იწვევს. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელბა მარტივი ფიზიკური ვარჯიშებით.

შებერილობის შემდეგ მომდევნო დღეს დაასვენეთ ნაწლავები: დღე-ღამის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ მოხარშული ბრინჯი და დალიეთ ბალახის ჩაი. შემდეგ გადახედეთ დღიურ მენიუს: მიანიჭეთ უპირატესობა ქათმის, ინდაურის და ხბოს ხორცს.



გარნირის სახით გამოდგება ბრინჯი. რძე კი ხაჭოთი, იოგურტითა და კეფირით ჩაანაცვლეთ. მიიღეთ ყოველდღიურად ბალახის ნაყენები და ჩაი.
თუ მუცლის შებერილობა რაიმე დაავადების გამწვავების შედეგად გაჩნდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.