მცენარეული ზეთი რომელიც 40 % - ით აქვეითებს ინსულტის რისკს
უძველესი დროიდან იცოდნენ სელის ზეთის სარგებლობის შესახებ და სათანადოდაც იყენებდნენ. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ორსული ქალების კვების რაციონში, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს (ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი თევზის ქონი ) უჯერ ცხიმმჟავებს - ომეგა 2 -ის სახით, რაც აუცილებელია ბავშვის თავის ტვინის განვითარებისთვის. დადასტურებულია ასევე, რომ სელის ზეთის გამოყენება საჭმელებში 40 %-ით აქვეითებს ინსულტის რისკს. სელის ზეთი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის ვიტამინადაა ცნობილი. შეიცავს F ვიტამინსაც, რომელიც იცავს არტერიებს "ცუდი" ქოლესტერინის დაგროვებისგან და პასუხისმგებელია თმისა და კანის მდგომარეობაზე.
სელის ზეთშია ჩვენი ორგანიზმისთვის ისეთი აუცილებელი ვიტამინებიც, როგორიცაა A ვიტამინი, რომელიც აახალგაზრდავებს ჩვენი კანის უჯრედებს, ანიჭებს მას სიგლუვესა და ხავერდოვნებას. ასევე B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილების ზრდაზე, კანის სიჯანსაღესა და ნერვული სისტემის წონასწორობაზე. თუ დილაობით უზმოზე მიიღებთ ერთ სუფრის კოვზ სელის ზეთს, თმა უფრო ბრწყინავი და ხშირი გაგიხდებათ. შეგიძლიათ სელის ზეთის ნიღბებიც გაიკეთეთ თმაზე. ამისათვის წყლის აბაზანაში გაათბეთ ზეთი, წაისვით მშრალ თმაზე, დაიფარეთ ცელოფანი, შემდეგ თბილი შალი, გაიჩერეთ 3 საათი და ბოლოს ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ. თმა უფრო სწრაფად გაგეზრდებათ, არც გამოგიშრებათ და აღარც დაგცვივდებათ. საკვებში ხმარებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროდუქტით თბური დამუშავების გარეშე სარგებლობენ, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ფუჭდება: გამოსცემს არასასიამოვნო სუნს და მუქდება. ამიტომ გამოიყენეთ სალათებში უმად.