სიმართლე სელის თესლის შესახებ, რომელიც 35 წელს გადაცილებულმა ყველა ქალმა უნდა იცოდეს

სიმართლე სელის თესლის შესახებ, რომელიც 35 წელს გადაცილებულმა ყველა ქალმა უნდა იცოდეს
სელის თესლი მიკროელემენტებით, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, B1 ვიტამინითა და დიეტური უჯრედისით მდიდარი პროდუქტია. უნიკალური შემადგენლობის ხარჯზე მოცემულ პროდუქტს საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, კონკრეტულად კი: თავიდან გვარიდებს, კიბოს, ინსულტის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სელის თესლი გაჯერებული ღირებული საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი სარგებლობს დიდი პოპულარობით ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმდევარ ადამიანებს შორის.

სელის თესლი შეიცავს როგორც წყალხში ხსნად, ასევე უხსნად უჯრედისს. ის მდიდარია ლიგანებითა და ფიტოესტროგენებით. მოცემულ ნივთიერებას ეს პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 800-ჯერ დიდი რაოდენობით, ვიდრე სხვა მცენარეული პროდუქტები.

1 ს.კ. დაფქული სელისთესლი შეიცავს დაახლოებით 1,8 გრამ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და ჯანმრთელობისთვის.

1800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის შეჯამებით დამტკიცდა, რომ სელის თესლის რეგულარულად მიღებით სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკი რამდენჯერმე მცირდება.

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, მოცემული პროდუქტი მდიდარია ლიგანებითა და ფიტოესტროგენებით, რომლებიც ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო თვისებეით გამოირჩევა. ეს ორი ნივთიერება ბლოკავს იმ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებს ჰორმონების მეტაბოლიზმში და აქვს პირდაპირი გავლენა სიმსივნური უჯრედების მეტასტაზირებაზე.

მეტიც, მკვლევარების მტკიცებით, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ორგანიზმზე ამ პროდუქტის გავლენას სწავლობდნენ, სელის თესლი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ სარძევე ჯირკვლების, არამედ მსხვილი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

თუ თქვენ 1 ს.კ. დაფქულ სელის თესლს ყოველდღიურად მიიღებთ:

გაიჯანსაღებთ გულ-სისხძარღვთა სისტემას.

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს მოცემული პროდუქტი, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ამცირებს სისხლის წნევას და არეგულირებს გულის რიტმს. თუ თქვენ კვების რაციონს სელის თესლით გაამდიდრებთ, შეძლებთ გულის უკმარისობისა და არითმიის დამარცხება. ლიგანები, რომლებიც ჭარბადაა სელში, 75%-ით ამცირებს ათეროსკეროზული ნარჩენების დაგროვებას სისხლძარღვებში.

დიაბეტი.

როგორც უკვე ვახსენეთ, სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ლიგანებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონის შემცირებაში გვიწყობს ხელს.

ანთება.

სელის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც გვიწყობს ხელს ასთმისა და პარკინსონი დაავადების დამარცხებაში.

მენოპაუზის სიმპტომები.

2007 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, დღის განმავლობაში 2 ს.კ. დაფქული სელის თესლის მიღების შედეგად ლორწოვანი ხასიათის გამონადენის სიხშირე და ინტენსიურობა საგრძნობლად მცირდება მენოპაუზის დროს. თუ თქვენ მოცემული პროდუქტით კვების რაციონს გაამდიდრებთ, მენოპაუზისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები თქვენთვის უცნობი იქნება.

პროფილაქტიკური მიზნებისთვის მიირთვით 1 ს.კ. დაფქული სელის თესლი და დააყოლეთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. შეგიძლიათ ამ ფხვნილით საყვარელი კერძების შეზავებაც.