უმკურნალეთ კოლიტს ეფექტური რეცეპტის დახმარებით

უმკურნალეთ კოლიტს ეფექტური რეცეპტის  დახმარებით
როცა მცირდება განავლის გამოყოფის ოდენობა და ხანგრძივობა დეფეკაციებს შორის დროს, ქვეითდება მადა, უნდა ვიფიქროთ ნაწლავების დაავადებაზე. ავადმყოფს აწუხებს გულისრევა, ღებინება განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. აღინიშნება წყურვილის შეგრძნება, ტკივილი ზურგში, წვივების არეში, ტკივილი ვრცელდება ქვევიდან ზემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ასეთ დროს გამოიყენება გამწმენდი ოყნა, სანთელი და სამკურნალო სახვევები. სამი დღის განმავლობაში სასურველია საკვების მიღების შეწყვეტა. ავადმყოფმა უნდა იძინოს და მტკივნეულ ადგილებში დაიდოს საფენები ცხელი ფეტვით და მარილით. კოლიტის მიზეზი შეიძლება იყოს შეკრულება. განავლის და გაზების დაგროვება.

რეცეპტები:
  • კოლიტის დროს რომელიც მიმდინარეობს ატონიური და სპაზმური შეკრულობით, პერფორაციის დროს 3 ს/კ კრაზანას ბალახს ყვავილებიანად 1,5 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1სთ. მიიღება 1/3 ჭ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. თხელი ან ნორმალური კონსისტენციის განავლის დროს, ნაყენი ეფექტს იძლევა 3 -4 კვირის მკურნალობის შემდეგ ატონიური და ჰემოროიდული შეკრულობის დროს ნაყენში ჩაუმატეთ 1 ს/კ მატიტელას არყიანი ექსტრაქტი, ამისთვის 2 ს/კ მატიტელას დაასხით 100 მლ არაყი დააყენეთ 14 დღე. ექსტრაქტი მიიღება ცალკე 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. 3 - 4 კვირის შემდეგ შეისვენეთ თირკმლის მწვავე ანთებითი პროცესის დროს მატიტელას მიღება უკუნაჩვენებია.

  • კოლიტისა და ნაწლავთა ატონიის დროს 2 ს/კ სელის ბალახს, თესლიანად (რომელიც შეგროვებულია აგვისტოში) დაასხით 1 მდუღარე წყალი, შეფუთეთ დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - 4 -ჯერ დღეში, დანარჩენი მიიღეთ ძილის წინ მკურნალობის კურსი 1 - 2 კვირა.

  • კოლიტის და შეკრულობის დროს ეფექტურია ბატის მარწყვბალახას წვენი. მიიღება 1 ს/კ 3- 4 - ჯერ დღეში. მცირე წყალში გახსნილი. მკურნალობა ტარდება ზაფხულში მაისიდან დაწყებული, როცა ყვავილობას იწყებს, შემოდგომამდე.

  • კოლიტის დროს, რომელიც მიმდინარეობს სუსტი პერისტალტიკით მიიღება 2 ს/კ ოროვანდის ნაყოფს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსით, ღამის განმავლობაში. მიიღება 1/4 3 - 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ნაყენს აქვს როგორც მცირე საფაღარათო ეფექტი, ასევე კურნავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ატროფიულ ცვლილებებს.

სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი