სასარგებლო და აუცილებელი რეცეპტები ნაწლავის კიბოს დროს
მსხვილი და სწორი ნაწლავი საშუალოდ 1.5 მ სიგრძის კუნთოვანი ორგანოა. ადამიანის მიერ მიღებული საკვები იშლება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ხდება წყლისა და მინერალური მარილების შეწოვა. საკვების მყარი, გადაუმუშავებელი ნარჩენები გამოიდევნება ორგანიზმიდან. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო განვითარებას იწყებს ნაწლავის კედლის ყველაზე შიდა შრიდან და იზრდება მის ყველა შრეში შიგნიდან გარეთ. სიმსივნეს შეუძლია გავრცელდეს სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. მსხვილ ნაწლავის კიბოს დროს ხშირ შემთხვევაში ზიანდება ღვიძლი.
ნაწლავის კიბოს დროს სასარგებლოა: კოთხუჯი, ალოე, წყლის იელი, არყიხ ხის სოკო, ბროწეული, კულმუხო, კლდისდუმა, ლემა, კრაზანა, გულყვითელა, ძახველი, კარტოფილი, სამყურა, შტოში, ყვითელი დუმფარა, ღვია, სტაფილო, მუმიო, ქაცვი, ბაბუაწვერა, მურყანი, ფითრი, იორდასალამი, ასფურცელა, მრავალძარღვა, მზესუმზირა, ბირკავა, ნიახური, შავი მოცხარი, ბრტყელეკალა, გოგრა, სვია, პირშუშხა, მოცვი, ნიორი, ქრისტესისხლა.
სასარგებლო რჩევები და რეცეპტები:
ნაწლავის კიბოს დროს სასარგებლოა: კოთხუჯი, ალოე, წყლის იელი, არყიხ ხის სოკო, ბროწეული, კულმუხო, კლდისდუმა, ლემა, კრაზანა, გულყვითელა, ძახველი, კარტოფილი, სამყურა, შტოში, ყვითელი დუმფარა, ღვია, სტაფილო, მუმიო, ქაცვი, ბაბუაწვერა, მურყანი, ფითრი, იორდასალამი, ასფურცელა, მრავალძარღვა, მზესუმზირა, ბირკავა, ნიახური, შავი მოცხარი, ბრტყელეკალა, გოგრა, სვია, პირშუშხა, მოცვი, ნიორი, ქრისტესისხლა.
სასარგებლო რჩევები და რეცეპტები:
- უზმოზე მიიღეთ ნივრის წვენი თანდათან მზარდი დოზით: პირველ 5 დღეს 10 - 10 წვეთი, შემდეგი 5 დღე 20 - 20 წვეთი. ყოველ შემდგომ 5 დღეს დაუმატეთ 10 - 10 წვეთი ისე, რომ ახვიდეთ 1ს/კ - მდე და მიაყოლეთ ამას ყოველთვის მრავალძარღვას 1/2 ჭიქა ახალი წვენი. 30 წუთის შემდეგ მიიღეთ 1 ს/კ თაფლი. მკურნალობის კურსი 2-3 თვეა, მრავალძარღვას წვენი კი ამის შემდეგაც მიიღეთ ერთი წლის განმავლობაში თითო სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
- სწორი ნაწლავის და პროსტატის კიბოს დროს გაიკეთეთ ძილის წინ ჩაგას ნაყენის 50 -100 მლ - იანი მიკროოყნები. მკურნალობის კურსი 3 - 5 თვე, 7 - 10 დღიანი შესვენებით. უკეთესია ჩაგა შეგროვდეს გაზაფხულზე, არყის ხის ქვედა ნაწილში სითხის ამოძრავების დროს, ისეთი ხიდან, რომლის ასაკიც არანაკლები 20 - ისა და არაუმეტეს 50 წლისაა. ძალიან კარგია მატიტელას და ჩაგას ერთად მიღება: დაასხით 0,5 ლ არაყი სამ - სამ სუფრის კოვზ მატიტელას და ჩაგას, დააყენეთ 2 კვირა ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 4 - 6 - ჯერ დღეში. ბავშვებისათვის და იმ პირთათვის, რომლებიც არ ხმარობენ ალკოჰოლს, ამზადებენ წყლიან ნაყენს: თითო ჩ/კ მატიტელას და ჩაგას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და დააყენეთ თერმოსში ღამით. უკეთესია ერთად მოვამზადოთ 3 - 4 ჭიქა. დილით დალიეთ უზმოზე 1/2 ჭიქა, დანარჩენი კი - მცირე პორციებით, დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე და გრძელდება 3 კვირიდან 6 თვემდე.