რამდენიმე საუკეთესო რეცეპტი ბავშვებში ბრონქიტის დასამარცხებლად

რამდენიმე საუკეთესო რეცეპტი ბავშვებში ბრონქიტის დასამარცხებლად
ბრონქიტი - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადების გამომწვევს წარმოადგენს ბაქტერიები და ვირუსები. ბრონქიტი არსებობს მწვავე და ქრონიკული. ავადმყოფობენ უფრო ხშირად დასუსტებული ბავშვები.
მწვავე ბრონქიტს ხშირად წინ უძღვის სურდო, ხმის ჩახლეჩა, ყელში ჩახეხვის შეგრძნება, ტემპერატურის მომატება, საერთო მდგომარეობის გაუარესება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან. შემდეგ ჩნდება მშრალი, მკვეთრი, მტკივნეული ხველა, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ ხდება სველი და იწყება ნახველის გამოყოფა.
უფროსი ასაკის ბავშვებში ბროქიტის ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს ხველა, ამიტომ თუ ბავშვი ახველებს ხანგრძლივად, ის აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ბავშვებში ბრონქიტის დამარცხებლად:
  • 1 ს/კ ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ხარშეთ 15 წთ, გააგრილეთ, გაწურეთ, ჩაამატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ასვით ბავშვს დღის განმავლობაში. შეიძლება შაქარი დაუმატოთ გემოვნებით.

  • 1 ჭიქა თბილ რძეს დაამატეთ ნახევარი ჩ/კ ნაღების კარაქი, ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა და ჭიქის მესამედი ბორჯომი. დაუმატეთ შაქარი ან თაფლი გემოვნებით და ასვით თითო ჭიქა ღამით.

  • აურიეთ ერთმანეთში 2 ს/კ ნაღების უმარილო კარაქი, 1 ჩ/კ ნებისმიერი ფქვილი (ბლინის ფქვილის გარდა ), 2 კვერცხის გული; კარგად მოურიეთ, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი ( უკეთესია თხიერი, მაგრამ ყველანაირიც შეიძლება). მიაღებინეთ 4 -5 -ჯერ დღეში ჭამის წინ თითო ჩ/კ - ით.

  • შეურიეთ თანაბრად კრაზანას ბალახი და გულყვითელას (კალანდულა ) ყვავილები. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით ადუღებული 1 ჭიქა წყალი, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 - 15 წთ, გაწურეთ და ასვით ავადმყოფს ჭიქის მეოთხედი 3 - ჯერ დღეში ჭამამდე.

სტატიის ავტორი: სულიკო ხელაშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობოს საგანძური