ამოსახველებელი საშუალება ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ.

ამოსახველებელი საშუალება  ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ.
ბრონქიტი- ბრონქების ანთებაა, უპირატესად მათი ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ბრონქიტის მწვავე ფორმა წარმოიქმნება ინფექციის შედეგად და ხშირად თან ახლავს ზემო სასუნთქი გზების დაავადება.
ბრონქიტის ქრონიკული ფორმა აზიანებს ბრონქებსა და ფილტვებს, ყოველთვის თანმხლებია ხველა - ზოგჯერ შეტევითი ხასიათის.

გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო და ეფექტურ რეცეპტს:

ალოე.
  1. ნახევარ ლიტრ წითელ ღვინოში ჩააწყვეთ ალოეს 4 დიდი ფოთოლი და დააყენეთ 4 დღე -ღამის განმავლობაში. მიიღეთ თითო დესერტული კოვზით 3-ჯერ დღეში.

  2. აიღეთ 300 გრ თაფლი, ნახევარი ჭიქა წყალი და ალოეს წვრილად დაჭრილი ფოთოლი, ხარშეთ ძალზე ნელ ცეცხლზე 2 სთ. გააგრილეთ და მოურიეთ. შეინახეთ ცივ ადგილაზე. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

შენიშვნა: ალოეს სამკურნალო საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, ვინაიდან ალოე იწვევს სისხლის მოწოლას მცირე მენჯის ორგანოებში. ფეხმძიმობისას, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ალოეს მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.

შავი ბოლოკი.
  1. გახეხეთ სახეხელზე ძირხვნეულა და გამოწურეთ წვენი მარლაში. კარგად შეურიეთ 1 ლიტრ ამ წვენში 400 გრ თხიერი თაფლი, სვით ორ-ორი ს/კ ჭამის წინ და საღამოს ძილის წინ.

  2. რეკომენდაცია ბავშვებისათვის: დაჭერით ბოლოკი პატარა კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გააჩერეთ აირღუმელში 2 სთ, გაწურეთ. გადაყარეთ ბოლოკის ნაჭრები, ხოლო სითხე ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ ორ-ორი ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ და ღამით ძილის წინ.

ნაკრები: ვირისტერფა- 2 წილი, თავშავას ბალახი- 1 წილი, სამკურნალო გვირილის ყვავილედი - 2 წილი. 2 ს/კ დაქუცმაცებილ ნაკრებს დაასხით 0,5 ლ ქაფქაფა ადუღებული წყალი, დააყენეთ შეფუთნილი 5-6 სთ და გაწურეთ. სვით თბილი ნახევარ- ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ნარევი - 2 ს/კ ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩ/ კ ფქვილი და 2 ჩ/კ თაფლი გულდასმით აზილეთ ერთიმეორეში. მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ ჭამამდე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური